Showing 1–12 of 15 results

Maid in Tiflis

13,20 

აკა მორჩილაძის Maid in Tiflisi ამბებითა და თავგადასავლებით დახუნძლული რომანია. ავტორი ამჯერად ორი თბილისელი ბიჭის თბილისურ მეგობრობაზე მოგვითხრობს.

წიგნის გადახედვა

obOle

9,00 

რომანის მთავარი გმირი, ირაკლი, მურის ციხისთავების შთამომავალი, მაგრამ გათბილისელებული ბიჭი, ორი დღით ჩადის ერთ პატარა დაბაში ბაბუისეული სახლის ჩატეხილი სახურავის შესაკეთებლად და თავგადასავალიც იწყება…

წიგნის გადახედვა

გადაფრენა მადათოვზე და უკან

5,50 

„გადაფრენა მადათოვზე და უკან“ ტრილოგიის პირველი წიგნია. დეტექტიური სიუჟეტი  XIX საუკუნის თბილისში ვითარდება. მადათოვის კუნძულზე ნაპოვნია ხაფო მხატვრის გვამი, რომლის მკვლელობის გამოძიებასაც მრავალი დაფარული საქმის კვალამდე მივყავართ…

წიგნის გადახედვა

კუპიდონი კრემლის კედელთან

9,00 

საბჭოთა სისტემის მიერ უგზო-უკვლოდ გამქრალი ქმრისა და სამართლის საძიებლად პირდაპირ სტალინთან მიმავალი ახალგაზრდა ქართველი ქალის დაუჯერებელ ისტორიას აკა მორჩილაძე ენაკვიმატი იმერელი „მკვლევრის“ პირით მოგვითხრობს და სევდანარევი იუმორით აღწერს იმ ეპოქას, რომელსაც თანამედროვე მსოფლიო სტალინურ რეჟიმად იცნობს.

წიგნის გადახედვა

მამლუქი

5,50 

„მამლუქი“ აკა მორჩილაძის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რომანია, რომელმაც 2010 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრემია მიიღო, როგორც წლის საუკეთესო რომანმა.

წიგნის გადახედვა

მესაიდუმლის ქამარი

10,50 

სანტა ესპერანსას საკურორტო ქალაქ სანტა სიტიში უცნაური, განგსტერული გარჩევების მსგავსი ამბები ხდება, ლამისაა მოახლოებული საკურორტო სეზონი ჩაიშალოს. ქალაქის მთავარი ინსპექტორი დიქსლი სიმწრის ოფლს იწურავს და დუმს.

წიგნის გადახედვა

მოგზაურობა ყარაბაღში

5,50 

ეს წიგნი პირველად 1992 წელს, საქართველოსთვის საკმაოდ მძიმე დროს გამოიცა და ამიტომ ფართო საზოგადოებისთვის თითქმის უცნობი დარჩა, მაგრამ ლიტერატურის მოყვარულებს კარგად ახსოვთ იგი. ზოგი კი მიიჩნევს, რომ „მოგზაურობა ყარაბაღში“ მწერლის საუკეთესო რომანია.

წიგნის გადახედვა

მორიდებული ზურმუხტი

10,40 

აკა მორჩილაძის ახალ რომანში თბილისს ფოთი ჰქვია, ფოთს კი – თბილისი. იმპერატორის საგანგებო ბრძანებით გადაურქმევიათ სახელები ქალაქებისთვის და ამაში მეტად ჩახლართული აზრი ჩაუდიათ.

წიგნის გადახედვა

მწერლებსა და წიგნებზე

7,60 

ეს კრებული არ წარმოადგენს ლიტერატურული კრიტიკის კლასიკურ ნიმუშს – მასში დარღვეულია ქრონოლოგია; აქ ვერ ნახავთ ვერც ერთ ისტორიულსა თუ ბიოგრაფიულ თარიღს, ვერც რომელიმე მწერლისა თუ წიგნის შესახებ თუნდაც ერთ, უკვე საყოველთაოდ შეთანხმებულ, წყალგაუვალ მოსაზრებას.

წიგნის გადახედვა

სანტა ესპერანსა

13,30 

ამ სასწაულებრივი სამყაროს კარი ყველასათვის ღიაა, ვისაც სურს, ითამაშოს ყველაზე არაჩვეულებრივი ბანქო მსოფლიოში, გაიგოს კუნძულების დრამატული ისტორია, მოისმინოს ნაღვლიანი სიმღერები და გამოააშკარავოს იმ ლეგენდის საიდუმლოება, ყველაზე გრძელი ჩიბუხის ამბავს რომ უკავშირდება.

წიგნის გადახედვა

ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები

5,50 

აკა მორჩილაძე დაიბადა თბილისში 1966 წელს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლიდა საქართველოს ისტორიას, მუშაობდა ჟურნალისტად რამდენიმე გაზეთში. გამოცემული აქვს 20-ზე მეტი წიგნი.

წიგნის გადახედვა

ფარშავანგი

ვითომ ისტორიული ამბავი

7,60 

აკა მორჩილაძის რომანი „ფარშავანგი“ საქართველოში სტამბის შემოტანისა და წიგნის ბეჭდვის შემოღების ალტერნატიული, „ვითომ ისტორიული“ ამბავია.

წიგნის გადახედვა