Showing all 11 results

ამერიკული ზღაპრები

4,80 

„ამერიკული ზღაპრები“ იმ შორეული ქვეყნის შესახებ მოგვითხრობს, სადაც დათო ტურაშვილმა ასი დღე გაატარა საერთაშორისო ლიტერატურული პროგრამით.

წიგნის გადახედვა

იყო და არა იყო რა

4,80 

წიგნში „იყო და არა იყო რა“ მწერლის ღიმილიანი და იმავდროულად, სევდიანი მოგონებებია თავმოყრილი, რომელიც მოგვითხრობს მღელვარე 90-იანი წლების საქართველოზე, ახალგაზრდობის მონაწილეობაზე ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პროცესებში.

წიგნის გადახედვა

სხვა ამსტერდამი

9,00 

დათო ტურაშვილის მორიგი რომანი მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ამბებისა და მწერლის ჰოლანდიური შთაბეჭდილებების ნაკრებია.

წიგნის გადახედვა

ტიბეტი არ არის შორს

4,80 

ეს წიგნი პირველად ათი წლის წინ გამოქვეყნდა, როცა ტიბეტი ჩვენგან უფრო შორს იყო, ისევე, როგორც თავისუფლება, მაგრამ ამ წიგნისადმი ინტერესი ახლაც დიდია მკითხველებს შორის და სწორედ მათი სურვილების გათვალისწინებით, ეს წიგნი მესამედ იბეჭდება.

წიგნის გადახედვა

ტყეების მეფე

ლეგენდები დავით აღმაშენებელზე

6,20 

„შენ ტყეთა მეფე ხარ და ვერა ოდეს გამოხვალ ველთა“ – ასე სწერდნენ სელჩუკები ჯერ კიდევ გაპარტახებული საქართველოს მეფეს, დავით აღმაშენებელს, რომელსაც მამამისის, გიორგი II-ის მიერ ტახტის დათმობის შემდეგ ჭაბუკობაშივე მოუწია, თავის თავზე აეღო ძალიან რთული მისია – ტყე-ღრეებად ქცეული საქართველო კვლავ სახელმწიფოდ ექცია.

წიგნის გადახედვა

ჩაძირული ქალაქი

7,60 

თურმე მტკვარში თუ ჩაყვინთავ, შეიძლება წყალმა პატარა ქუჩებით ისეთ სახლებში შეგიტყუოს, უკან ვეღარც გამოაღწიო. ჩაძირული ქალაქის ერთიმეორეს მიწყობილ სახლებში ოთახებიც კი ისევე არის დარჩენილი, როგორც შორეულ XIX საუკუნეში, როცა იქ ხალხი ცხოვრობდა.

წიგნის გადახედვა

ჯინსების თაობა

4,80 

1983 წელს რამდენიმე ქართველმა ახალგაზრდამ საბჭოთა საქართველოდან თვითმფრინავის გატაცება და ამ გზით ამერიკაში მოხვედრა სცადა. გულუბრყვილო მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, რომელსაც  მსხვერპლიც მოჰყვა თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრებსა და მგზავრებს შორის.

წიგნის გადახედვა