Showing all 4 results

კუნძულის შესაძლებლობა

11,80

„კუნძულის შესაძლებლობა“ მსოფლიო ბესტსელერების – „ელემენტარული ნაწილაკებისა“ და „პლატფორმის“ ავტორის, მიშელ უელბეკის ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია. რომანი უპირველეს ყოვლისა სიყვარულზეა. თავად უელბეკი, რომელიც ამ ნაწარმოებისთვის პრესტიჟული ლიტერატურული პრიზით, „ინტერალიეთი“ დაჯილდოვდა, მიიჩნევს, რომ ამაზე უკეთესი და ღირებული არაფერი დაუწერია.

წიგნის გადახედვა

მორჩილება

9,00

მიშელ უელბეკის რომანი „მორჩილება“, რომელიც პარიზში მოდელირებულ „არაბულ გაზაფხულს“ ასახავს,  მაღაზიების თაროებზე  2015 წლის 7 იანვარს  გამოჩნდა.  იმავე დილით სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოს“ ნომერში რამდენიმე სტრიქონი უელბეკს მიეძღვნა და მისი კარიკატურაც დაიბეჭდა. თუმცა, ეს ყველაფერი „შარლი ებდოზე“ მომხდარმა ტერორისტულმა თავდასხმამ გადაფარა, რომლის დროსაც 12 ადამიანი დაიღუპა.

წიგნის გადახედვა

პლატფორმა

11,80

„პლატფორმა“ მწერლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაწარმოებია. მთავარი პერსონაჟი ორმოცი წლის გალოთებული ჩინოსანი, კულტურის სამინისტროს თანამშრომელი მიშელია, რომელიც მამის მიერ მემკვიდრეობით დატოვებულ ქონებას ეპატრონება და ტაილანდში მიემგზავრება, რათა თავი სექსტურიზმით შეიქციოს.

წიგნის გადახედვა

რუკა და ტერიტორია

9,00

მიშელ უელბეკის წიგნი, გონკურის პრემიის მფლობელი რომანი „რუკა და ტერიტორია“ თითქოს განსხვავდება ავტორის სხვა წიგნებისგან, თითქოს უელბეკი თავის თავს არ ჰგავს, აღარ იტყუებს მკითხველს სექსუალური ტურიზმითა და სხვა მსგავსი თემებით, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. სინამდვილეში რომანის წაკითხვის შემდეგ მკითხველს კვლავ ეუფლება უელბეკისეული დეპრესიული განწყობა.

წიგნის გადახედვა