Showing 1–12 of 20 results
Homo Faber
5,50 ₾შვეიცარიელი მწერლისა და დრამატურგის, მაქს ფრიშის ცნობილი და ერთ-ერთი საუკეთესო რომანი „Homo Faber“ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მომხდარი სწრაფი ტექნოლოგიური პროგრესის შედეგად ადამიანის ცხოვრებასა და ცნობიერებაში მომხდარი ცვლილებების, ადამიანის ადამიანური გრძნობებისა და განცდების, უფრო სწორად კი, მათთან გაუცხოების შესახებ მოგვითხრობს.
წიგნის გადახედვა
ბანი მანროს აღსასრული
7,60 ₾1989 წლის სადებიუტო „და იხილა ვირმა ანგელოზის“ შემდეგ, მეორე რომანი, „ბანი მანროს აღსასრული“ ქეივმა 2009 წელს გამოსცა, რომელიც მალევე ითარგმნა მსოფლიოს მრავალ ენაზე.
წიგნის გადახედვა
გახლეჩილი აპრილი
10,40 ₾რომან „გახლეჩილი აპრილის“ მთავარმა გმირმა, ალბანეთის მთიანეთის მკვიდრმა, 26 წლის ჯორჯ ბერიშამ საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული ადათების კოდექსის, „კანუნის“, უმკაცრესი წესების თანახმად მოკლული უფროსი ძმის სისხლი უნდა აიღოს – გზაზე ჩაუსაფრდეს მკვლელს და თოფი ესროლოს.
წიგნის გადახედვა
ვიქნები თუნდაც განტენბაინი
13,20 ₾„ვიქნები თუნდაც განტენბაინი“, რომელიც მაქს ფრიშმა 1964 წელს დაწერა, მწერლის შემოქმედებისა და ევროპული ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული რომანია.
წიგნის გადახედვა
იესოს სახარება
10,40 ₾„იესოს სახარება“ 1991 წელს გამოიცა და სწრაფად მოუტანა ავტორს აღიარება. ამ ერთი შეხედვით სკანდალურ ნაწარმოებში აღწერილია იესოს დაბადება, ბავშვობა და სიყმაწვილე – გზა მისი ადამიანობიდან გაღმერთებამდე.
წიგნის გადახედვა
კაენი
7,60 ₾სარამაგუს ბოლო რომანი „კაენი“ ძველი აღთქმის „რემეიქია“. ნაწარმოების სიუჟეტური ქარგა ადამიანის შექმნასა და წარღვნას შორისაა მოქცეული, ხოლო მთავარ გმირად ღმერთის დაუცხრომელი ოპონენტი კაენი გვევლინება. ძმის მკვლელი კაენი უმისამართოდ დაეხეტება ბიბლიურ გზებზე, ხვდება იობს, აბრაამს, ნოესა და კაცობრიობის სხვა პატრიარქებს, ხედავს და ამტკიცებს მამაზეციერის უსამართლობასა თუ სისასტიკეს, ებრძვის მის დიქტატურასა და ავტორიტარიზმს და საბოლოოდ იმარჯვებს კიდეც.
წიგნის გადახედვა
კევინზე უნდა დაგელაპარაკო…
13,90 ₾ერთ ჩვეულებრივ, მდიდარ და ბედნიერ ოჯახში მზრუნველი მშობლები თითქოს სიყვარულით ზრდიან ორ შვილს. გოგო სიყვარულითვე პასუხობს დედ-მამის გრძნობას, აი, კევინი კი სრულიად განსხვავებულია დისგან, გულგრილია ყველასა და ყველაფრის მიმართ, და საბოლოოდ სასტიკ და დაუნდობელ დამნაშავედ იქცევა…
წიგნის გადახედვა
კრავთა დუმილი
10,40 ₾სერიაში „ლიტერატურული ოდისეა“ თავმოყრილია მრავალი ქვეყნის თანამედროვე და კლასიკური მხატვრული ნაწარმოებები, რომლებსაც მსოფლიოში უკვე კარგად იცნობენ და რომელთა უმეტესობაც ქართულ ენაზე პირველად ითარგმნება. „კრავთა დუმილი“ რომანი-გამოცანაა. აქ ერთმანეთს უპირისპირდებიან გამოძიების ფედერალური ბიუროს აკადემიის სტუდენტი კლარის სტარლინგი, რომელიც სერიული მკვლელის დანაშაულებს იძიებს და მისი „კონსულტანტი და მოკავშირე“ – ბრწყინვალე ფსიქიატრი და ამავე დროს, მკვლელი და კანიბალი-გურმანი, ექიმი ჰანიბალ ლექტერი.
წიგნის გადახედვა
ლოლიტა
12,50 ₾ნაბოკოვის ნაწარმოებებს შორის უდავოდ გამორჩეული ადგილი უკავია „ლოლიტას“, რომელსაც კრიტიკოსები ხშირად მოიხსენიებენ XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მხატვრულ ნაწარმოებად. „ლოლიტა“ სავსეა სიმბოლური სახეებით, სიტყვათა თამაშითა და ღრმა ფსიქოლოგიური პორტრეტებისა და პერსონაჟების ზუსტი, ლაკონიური აღწერით.
წიგნის გადახედვა
მაიკლ კეის ცხოვრება და დროება
7,60 ₾კეიპტაუნიდან, სადაც სამხედრო მოქმედებები ვითარდება, მებაღე მაიკლ კეის ავადმყოფი დედა მიჰყავს პრინს-ალბერტში, ფერმაში, სადაც ის დაიბადა… ვინ არის ნაწარმოების მთავარი გმირი? მას ფიზიკური ნაკლი აქვს – კურდღლის ტუჩით დაიბადა, ცოტათი გონებრივადაც ჩამორჩენილია, მაგრამ ეს – ერთი შეხედვით პატარა, შეუმჩნეველი ადამიანი სრული თავისუფლებისკენ მიისწრაფვის.
წიგნის გადახედვა
მისტერიები
11,80 ₾ცნობილი ნორვეგიელი მწერალი, 1920 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი კნუტ ჰამსუნი (პედერსენი) ქართველი მკითხველისთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ავტორია. იგი 1859 წელს, სოფელ ჰამსუნდში, ხელმოკლე გლეხის ოჯახში დაიბადა. როგორც მწერალს, აღიარება ჰამსუნს პირველმა რომანმა, 1890 წელს გამოცემულმა „შიმშილმა“ მოუტანა.