Showing 1–12 of 52 results

Lilos Angeles

5,50

გრიგოლი და მარიამი გურიის პატარა ქალაქში ცხოვრობენ 90-იან წლებში და ერთ დანგრეულ სკოლაში სწავლობენ.  ირგვლივ  გაჭირვება, სიკვდილი და  უიმედობაა. გრიგოლს უყვარს აჭარიდან გადმოსახლებული მარიამი, და მარიამსაც უყვარს ბიჭი…

წიგნის გადახედვა

Maid in Tiflis

13,20

აკა მორჩილაძის Maid in Tiflisi ამბებითა და თავგადასავლებით დახუნძლული რომანია. ავტორი ამჯერად ორი თბილისელი ბიჭის თბილისურ მეგობრობაზე მოგვითხრობს.

წიგნის გადახედვა

MOX

9,00

MOX – ეს ვირტუალური რეალობაა. სამყარო, რომელიც დრო-სივრცის მიღმაა და რომლის მომხმარებლებიც ოდესღაც ადამიანები იყვნენ. XXI საუკუნეში მცხოვრები მეცნიერის კარლ მოქსის ერთი შეხედვით გიჟური იდეები სამყაროს აღსასრულის პირას მდგომმა ადამიანებმა გაიხსენეს და მატერიალურ ყოფაზე თავად თქვეს უარი.

წიგნის გადახედვა

obOle

9,00

რომანის მთავარი გმირი, ირაკლი, მურის ციხისთავების შთამომავალი, მაგრამ გათბილისელებული ბიჭი, ორი დღით ჩადის ერთ პატარა დაბაში ბაბუისეული სახლის ჩატეხილი სახურავის შესაკეთებლად და თავგადასავალიც იწყება…

წიგნის გადახედვა

The Literature Express

4,90

„ლიტერატურული ექსპრესი“ ექსპერიმენტული მატარებელია, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქალაქს სტუმრობს, მგზავრები კი ევროპელი, მათ შორის, ქართველი მწერლებიც არიან. მოგზაურობის ორგანიზატორების აზრით, ლიტერატურული ექსპრესის თითოეულ მგზავრს ქალაქიდან ქალაქში უთავბოლო ხეტიალი შთაგონებას მოუტანს. ასეცაა: ზოგისთვის ეს მატარებელი ახალი წიგნის დასაწერი იმპულსი ან უკვე დაწერილის პოპულარიზაციის საშუალებაა, ზოგისთვის კი – საკუთარი ცხოვრების გადაფასება ან უბრალოდ, მშვენ იერი ქალის დევნა…

წიგნის გადახედვა

The Navigator

4,50

ლაშა ბუღაძის პიესა – „ნავიგატორი“ – ტრაგიკომედიაა, რომელიც ადამიანის გაუცხოებასა და მარტოობაზე მოგვითხრობს. რადიოპიესის ფორმით დაწერილი დრამის აბსურდულობამდე მისული, ამავდროულად, რეალური სიუჟეტი დინამიკურად ვითარდება და ღრმა შთაბეჭდილებას ტოვებს მკითხველზე.

წიგნის გადახედვა

ამ რომანში ყველა კვდება

9,70

ერთ დილას მემენტო მორი აღმოაჩენს, რომ რომანის პერსონაჟია და წიგნებში მოგზაურობის სუპერძალა აქვს. ის ცდილობს, საკუთარი უნარები მრისხანე ავტორებს დაუპირისპიროს და მათი გმირები სიკვდილისგან იხსნას. . .

წიგნის გადახედვა

ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა

11,10

ბესო სოლომანაშვილის რომანი „ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა“, რომელსაც ავტორი „ალუზიურ მისტიფიკაციას“ უწოდებს, მოგვითხრობს 1921 წელს საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ, როდესაც ქვეყანამ 1918 წელს მოპოვებული დამოუკიდებლობის შენარჩუნება ვერ შეძლო და ბოლშევიკებმა აქ თავიანთი ძალაუფლება დაამყარეს.

წიგნის გადახედვა

ამერიკული ზღაპრები

4,80

„ამერიკული ზღაპრები“ იმ შორეული ქვეყნის შესახებ მოგვითხრობს, სადაც დათო ტურაშვილმა ასი დღე გაატარა საერთაშორისო ლიტერატურული პროგრამით.

წიგნის გადახედვა

აუდიტორია

7,60

როდის არის ადამიანი ნამდვილი? მარტო, გარეშე თვალის დაკვირვებისგან თავისუფალი თუ მისკენ მიპყრობილი ყურადღების ცენტრში? რატომ სურს მას, ჰყავდეს მუდმივი აუდიტორია, რომლის წინაშეც საკუთარი ცხოვრების ცენზურაგავლილ ვერსიას წარადგენს და შესაბამის ავანსსაც მიიღებს „გულებისა“ და „მოწონებების“ სახით?

წიგნის გადახედვა

აღმა, დინების წინააღმდეგ

10,40

ფინელი ქალბატონი, ანა-ემილია ესკური ძალადობის ბუნების შესახებ არანაკლებ სულისშემძვრელ ამბებს მოგვითხრობს, ვიდრე პასტერნაკი, შალამოვი თუ სოლჟენიცინი – თავიანთ ნაწარმოებებში.

წიგნის გადახედვა

ბედუინი

10,40

ახალგაზრდა ქართველი ქალი ნინა კაიროში სტუმრად ჩადის ბიძასთან და მის დაუკითხავად მიემგზავრება საჰარაში საფარიტურზე, რომელიც, როგორც აღმოჩნდება, ადამიანების გამტაცებლების მიერაა ორგანიზებული. ჯგუფის გამყოლი ნინას ესვრის. დაჭრილი ნინა კლდოვან უდაბნო ჰამადში იკარგება. სრულიად მოუმზადებელს, მშიერმწყურვალს გარდაუვალი სიკვდილი ელის.

წიგნის გადახედვა