Showing 13–24 of 74 results

ბიჭი და ძაღლი

და სხვა მოთხრობები

7,60

ამ კრებულში თავმოყრილია მე-20 საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი მწერლის, არჩილ სულაკაურის მოთხრობები: „ბიჭი და ძაღლი“, „გაბო“, „მტრედები“, „ძველი ამბავი“ და სხვები.

წიგნის გადახედვა

ბურატინოს თავგადასავალი

4,80

მშვენიერი  ილუსტრაციებით გაფორმებულ ამ წიგნში წაიკითხავთ გამოჩენილი რუსი მწერლის, პოეტისა და დრამატურგის, ალექსეი ტოლსტოის ფანტასტიკური ჟანრის მოთხრობას ხის ბიჭუნაზე, რომელიც მეარღნე კარლომ შეშის ნაპობისგან გამოთალა და სახელად ბურატინო დაარქვა.

წიგნის გადახედვა

განძის კუნძული

6,20

დიდ საიდუმლოს ინახავს მოხუცი მეკობრის, ბილი ბოუნზის ძველი ზანდუკი, რომლის ხელში ჩაგდებასაც ბევრი მეკობრე ცდილობს. საბოლოოდ, ზანდუკში საგულდაგულოდ დამალულ განძის კუნძულის რუკას პატარა, უშიშარი ბიჭი, ჯიმ ჰოკინზი დაეუფლება და აქედან იწყება კიდეც მისი ფათერაკებით აღსავსე, საინტერესო თავგადასავალი ზღვასა თუ ხმელეთზე.

წიგნის გადახედვა

ელისა და რარუს თავგადასავალი

6,20

ელისა და რარუს თავგადასავალი – ქართველი ბავშვების საყვარელი მეზღაპრის, გურამ პეტრიაშვილის  ორიგინალური შავ-თეთრი ილუსტრაციებით გაფორმებული  წიგნი პატარა გოგონასა და სპილოს მეგობრობაზე.

წიგნის გადახედვა

ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში

6,20

ლუის კეროლის ზღაპარი ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში მთელი მსოფლიოს ბავშვების საყვარელი საკითხავი წიგნია.

პატარა გოგონა ელისს მოსწყინდა მდინარის პირას უსაქმოდ ჯდომა, არც წიგნია მაინცდამაინც მისი საქმე და ვერც ის გადაწყვიტა, დაეკრიფა თუ არა მინდვრის გვირილები გვირგვინის დასაწნავად…

წიგნის გადახედვა

ექიმ დულიტლის თავგადასავალი

5,50

დიდი ხნის წინ პატარა ქალაქში, რომელსაც გუბისპირეთი ერქვა, ცხოვრობდა ერთი ძალიან ჭკვიანი და სახელგანთქმული ექიმი, სახელად – ჯონ დულიტლი.

წიგნის გადახედვა

ზოოპარკის ბინადართა თავგადასავალი

4,80

ამ წიგნში წაიკითხავთ ნამდვილ ამბებს ზოოპარკსა და მის ბინადრებზე. გაიგებთ, როგორ მოხვდა ლეკვი ბროლია ზოოპარკში, როგორ დაუმეგობრდა ლომს და წყალდიდობისას როგორ გადაარჩინა ლომმა მეგობარი ძაღლი; ცირკიდან ზოოპარკში გადმობარგებული მაიმუნი ჩიტა ახალ საცხოვრებელ გარემოს ვერ ეგუება, ჭირვეულობს და ათასგვარ სასაცილო ოინს აწყობს; ენაჭარტალა თუთიყუშმა გალიაში შემოპარულ კატას სულ კუდით ქვა ასროლინა…

წიგნის გადახედვა

თავადის ქალი მაია

და სხვა მოთხრობები

4,80

ლეო ქიაჩელის ნაწარმოები არა მხოლოდ ჟანრული, არამედ თემატიკისა და სტილის მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა. ამ კრებულში შეტანილია მწერლის რჩეული მოთხრობები: „თავადის ქალი მაია“, „ალმასგირ კიბულან“, „ბერი და ყორანი“, „ჰაკი აძბა“ და სხვები.

წიგნის გადახედვა

თეთრი ეშვი

6,20

ჩრდილოეთის უდაბურ მხარეში მშიერი მგლების ხროვა დაძრწის. მათ შორისაა კიჩი, ნახევრად მგელი, ნახევრად კი – ძაღლი. თუმცა, წიგნის მთავარი პერსონაჟი კიჩი კი არა, მისი ლეკვია – თეთრი ეშვი. ეს სახელი მას პირველმა პატრონმა, გულცივმა ინდიელმა, რუხმა თახვმა დაარქვა.

წიგნის გადახედვა

თხუთმეტი წლის კაპიტანი

7,60

დიკ სენდი ყველაზე მამაცი კაპიტანია ამქვეყნად. თუმცა, სანამ კაპიტანი გახდებოდა, ის იუნგად მსახურობდა ვეშაპებზე მონადირე ხომალდზე, კაპიტნისა და მეზღვაურების ტრაგიკული აღსასრულის შემდეგ კი გემის უფროსობა ითავა.

წიგნის გადახედვა

იავნანამ რა ჰქმნა

და სხვა მოთხრობები

6,90

„იავნანამ რა ჰქმნა“ დიდი ქართველი პედაგოგისა და საბავშვო ლიტერატურის ფუძემდებლის, იაკობ გოგებაშვილის  ცნობილი, მშვენიერი, საოცრად ჰუმანური მოთხრობაა.

წიგნის გადახედვა

იაპონური ზღაპრები

4,80

იაპონური ზღაპრები მრავალ უცნაურ და გასაოცარ პერსონაჟს აღწერს.

გაიგებთ:

  • როგორ გაემგზავრა გოლიათი მომოტარო ეშმაკების კუნძულზე მათთან საბრძოლველად და დაამარცხა ისინი;
  • როგორ დაისაჯა ხარბი კაცი, რომელმაც სხვისი საკუთრების ხელში ჩაგდება მოინდომა;

 

წიგნის გადახედვა