Showing 25–36 of 74 results

იგავ-არაკები

5,50

იგავ-არაკები ოდესღაც ზეპირად გადაეცემოდა თაობებს. ამბობენ, რომ ეს იგავ-არაკები ერთმა კეთილმა კაცმა დაწერა.

მას ეზოპე ერქვა და ძველ საბერძნეთში დაახლოებით 2000 წლის წინ ცხოვრობდა.

წიგნის გადახედვა

იგავ-არაკები

5,50

იგავ-არაკები შედგენილია მე-17 საუკუნის გამოჩენილი მწერლისა და მოღვაწის, სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკების ცნობილი წიგნის – სიბრძნე სიცრუისა – მიხედვით.

წიგნის გადახედვა

კარგი ცოლები

9,00

ლუიზა მეი ოლკოტი, მისი რომანის გმირების მსგავსად, მრავალრიცხოვან ოჯახში იზრდებოდა: მას სამი და ჰყავდა. სიღარიბემ ლუიზა აიძულა, ადრეული ასაკიდანვე დაეწყო მუშაობა. პირველი ნაწარმოები, იგავები ყვავილებზე, 22 წლისამ დაწერა, პირველი აღიარება კი 1861-1865 წლების სამოქალაქო ომის დროს ჯორჯტაუნის სამხედრო ჰოსპიტალში მედდად მუშაობისას ოჯახისთვის მიწერილი წერილების გამოცემამ მოუტანა.

წიგნის გადახედვა

კურკას ქორწილი

და სხვა მოთხრობები

5,50

„კურკას ქორწილი და სხვა მოთხრობები“-ში შესულია მე-20 საუკუნის გენიალური ქართველი მწერლის, მიხელ ჯავახიშვილის რჩეული მოთხრობები

წიგნის გადახედვა

მაგდანას ლურჯა

და სხვა მოთხრობები

5,50

ეკატერინე გაბაშვილის უკვდავ მოთხრობაზე – „მაგდანას ლურჯა“ არაერთი თაობაა აღზრდილი. მის მიხედვით ფილმიცაა გადაღებული და დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ამ კრებულში შესულია ყველასათვის საყვარელი საყმაწვილო მოთხრობები: „ჩვენი კაკლის ხე“, „ხატაურა ჩემია“, „როგორ მიეგება სვიმონიკა ახალ წელს“, „ოჯახის ბურჯი“, „უსინათლო ლექსო“ და სხვა.

წიგნის გადახედვა

მაუგლი

6,20

ცხოველთა სამყაროს მიმართ განსაკუთრებული სიყვარულით გამორჩეულმა ინგლისელმა მწერალმა, რადიარდ კიპლინგმა „ჯუნგლის წიგნი“ თავისი შვილებისთვის დაწერა და შემდეგ მთელი მსოფლიოს ბავშვებს შეაყვარა იდუმალებითა და ცხოველთა სამყაროს მრავალფეროვნებით გამორჩეული ჯუნგლები.

წიგნის გადახედვა

მეფე მათიუშ პირველი

6,90

იანუშ კორჩაკი ლეგენდარული პოლონელი ებრაელი მწერლის, ჰენრიკ გოლდშმიტის ლიტერატურული ფსევდონიმია. იგი ვარშავაში მისივე თაოსნობით აგებულ ობოლთა სახლში ებრაელ ბავშვებს ასწავლიდა. მეორე მსოფლიო ომის დროს ვარშავა ფაშისტებმა დაიპყრეს და ობოლთა სახლის აღსაზრდელების გაზის კამერებში შეყრის ბრძანება გასცეს… იანუშ კორჩაკი შეიწყალეს, მაგრამ მწერალმა თავისი ბავშვები არ მიატოვა და გაზის კამერაში შეჰყვა.

წიგნის გადახედვა

მეფე მათიუში უკაცრიელ კუნძულზე

5,50

ამ წიგნში მოთხრობილია სიკეთით სავსე, გულისამაჩუყებელი ამბავი მეფე მათიუშ პირველზე – პატარა პრინცზე, რომელსაც მამის გარდაცვალების გამო 10 წლისას მოუწია ტახტზე ასვლა. მათიუშმა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა ბავშვთა უფლებების დასაცავად და ხალხის სოციალური ყოფის გასაუმჯობესებლად, მაგრამ მოშურნეებმა მცირეწლოვანი მეფე ტახტიდან ჩამოაგდეს და უკაცრიელ კუნძულზე გადაასახლეს. ამ კუნძულზე იწყება მარტოხელა მათიუშის ტანჯვითა და ნაღველით სავსე ცხოვრება.

წიგნის გადახედვა

მოთხრობები და წერილები

5,50

ილია ჭავჭავაძის ამ კრებულში შედის ორი მოთხრობა: „გლახის ნაამბობი“, „სარჩობელაზედ“ და პუბლიცისტური წერილები. მოთხრობებში წაიკითხავთ გლახაკად ქცეული გაბრიელის ტრაგიკულ ისტორიას და ახალგაზრდა ყაჩაღის თავგადასავალს, რომელსაც ძმა ეს-ესაა ქალაქის შუაგულში ჩამოუხრჩვეს.

წიგნის გადახედვა

მონადირე

და სხვა მოთხრობები

6,20

ამ კრებულში შესულია თედო რაზიკაშვილის რჩეული მოთხრობები: „ფითრი“, „მონადირე“, „მოარული ქუდი“, „მიხო და მწვანე კალია“ „ბუს ფეხი“, „სანთელი“ , „ქორის ბახალა“, „ძაღლის ჭკუა“ და სხვები.

წიგნის გადახედვა

მოძღვარი

4,80

ყაზბეგის სხვა გმირებივით „მოძღვარის“ პერსონაჟებსაც გაგიჟებით შეუძლიათ სიყვარულიც, მეგობრობაცა და თავგანწირვაც. მწერალი დიდი გატაცებით აღწერს ხევის ხალხის ყოფას და მკითხველსაც მათი განცდებით აცხოვრებს.

წიგნის გადახედვა

ოზის ჯადოქარი

5,50

პატარა გოგონას, დოროთის სახლს ქარბორბალა აიტაცებს და უცხო ქვეყანაში გადაისვრის. შინისკენ მიმავალ გზაზე დოროთი უჭკუო საფრთხობელას, უგულო რკინის კაც ტყეკაფიასა და მხდალ ლომს დაუმეგობრდება და ოთხივე ერთად გადაწყვეტს ჯადოქარი ოზის მოძებნას.

წიგნის გადახედვა