ამერიკა

11,10

XX საუკუნის გენიალური მწერალი ფრანც კაფკა, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა მსოფლიო ლიტერატურაზე, დაიბადა 1883 წელს პრაღაში, ებრაელი ვაჭრის ოჯახში. გიმნაზიის დამთავრებისთანავე სწავლა განაგრძო პრაღის უნივერსიტეტში და ლიტერატურითაც სტუდენტობისას დაინტერესდა.

წიგნის გადახედვა
Compare

აღწერა

XX საუკუნის გენიალური მწერალი ფრანც კაფკა, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა მსოფლიო ლიტერატურაზე, დაიბადა 1883 წელს პრაღაში, ებრაელი ვაჭრის ოჯახში. გიმნაზიის დამთავრებისთანავე სწავლა განაგრძო პრაღის უნივერსიტეტში და ლიტერატურითაც სტუდენტობისას დაინტერესდა. აქვე დაუახლოვდა კაფკა მაქს ბროდს, რომელმაც შემდგომ მისი ნაწარმოებების ბედი შეცვალა. მწერალს არცერთი რომანი არ დაუსრულებია და საკუთარი ნაშრომების უმეტესობა დაწვა. სიცოცხლეში მისი ტალანტი არავის უღიარებია. რამდენჯერმე გამოაქვეყნა მოთხრობები (მათ შორის, რომან „ამერიკის“ პირველი თავი), თუმცა წარუმატებლად. მწერალი 1924 წელს ტუბერკულოზმა შეიწირა. მაქს ბროდმა არ შეუსრულა მეგობარს უკანასკნელი სურვილი, გაენადგურებინა მისი თხზულებები და გამოაქვეყნა ისინი. ასე გაიცნო მსოფლიომ ერთ-ერთი უდიდესი გერმანულენოვანი მწერალი – ფრანც კაფკა.

ბეჭდური ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ

დამატებითი ინფორმაცია

პროზა

მსოფლიო კლასიკა