აღწერა
ბიძია სევას ამბები მისი უმცროსი მეგობრის, რვა წლის ცოტნეს მოყოლილი სახალისო და საინტერესო ისტორიებისაგან შედგება.
არ გეგონოს, რომ ის ან წიგნის სხვა გმირები ავტორმა გამოიგონა.
ბიძია სევა მართლა ცხოვრობდა ძველი თბილისის ერთ-ერთ უბანში, თითქმის მთელი ქალაქი იცნობდა და მართლა ისეთი მხიარული იყო, როგორიც ამ წიგნშია.
დაუჯერე პატარა ცოტნეს, წაიკითხე მათი მეგობრობის მხიარული ისტორია, გაიცანი ბიძია სევა და არ ინანებ – ისევე გულიანად იცინებ, როგორც ცოტნე, მისი უმცროსი ძმა პაატა და მათი მშობლები იცინოდნენ.
ბეჭდური ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ