აღწერა
თორნიკე შარაშენიძე მორიგ წიგნში „დიპლომატიის ისტორია (1920-1939)“ მეორე მსოფლიო ომამდელ პერიოდს მიმოიხილავს. თხრობის მსუბუქი და ძალდაუტანებელი სტილის გამო ტექსტი მხატვრული ნაწარმოების შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა მხატვრული და ფიქტიური აქ არაფერია, ყველაფერი შემზარავად ნამდვილი, სანდო და ცხადია – ისტორიული პირების უაღრესად ცოცხალი აღწერილობებით დაწყებული თუ ძველი პრობლემების სამწუხარო სიცოცხლისუნარიანობით დასრულებული…
ლაშა ბუღაძე
თორნიკე შარაშენიძე თავის ახალ, მეტად მნიშვნელოვან წიგნში მისთვის დამახასიათებელი მანერით, სიღრმისეულად განიხილავს ათწლეულებს, რომლის დროსაც განვითარებულმა პროცესებმა გადამწყვეტი გავლენა იქონიეს გასული საუკუნის მსოფლიოზე. სხარტი ენით დაწერილი ტექსტი არა მხოლოდ კარგად გვაცნობს მეორე მსოფლიო ომამდელ უმნიშვნელოვანეს და გადამწყვეტ მოვლენებს, არამედ გვეხმარება გავიაზროთ, რატომ მოახდინა ზემოაღნიშნულმა პერიოდმა ასეთი დიდი გავლენა ისტორიაზე.
ალექსანდრე მიქაბერიძე
ავტორის შესახებ
თორნიკე შარაშენიძე ამჟამად GIPA-ს (საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი) პროფესორი და საერთაშორისო ურთიერთობათა მაგისტრატურის ხელმძღვანელია. მუშაობდა გაზეთ „რეზონანსისა“ და „24 საათის“ საერთაშორისო ეკონომიკისა და პოლიტიკის მიმომხილველად (1996-2002), ეროვნული უშიშროების საბჭოს ანალიტიკოსად (2003- 2004), პრემიერ-მინისტრის თანაშემწედ საგარეო პოლიტიკის საკითხებში (2005), საქართველოში ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორად (2006), საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ცენტრის მკვლევრად (2007).