უფასო

გეოგრაფია 8

მასწავლებლის წიგნი

ავტორები: მ. ბლიაძე, გ. ჭანტურია, დ. კერესელიძე

ბეჭდური ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ

წიგნის ჩამოტვირთვა
Compare

აღწერა

გეოგრაფია 8 მასწავლებლის წიგნი-ს მიზანია, მასწავლებლებს გააცნოს სახელმძღვანელოს ფუნქცია, გაკვეთილების აგების პრინციპები, სტრუქტურა და სწავლების ინტერაქტიური მეთოდები; შეუქმნას წარმოდგენა გაკვეთილების დაგეგმვის ნიმუშებსა და საგაკვეთილო სცენარებზე.

მასწავლებლის წიგნის უმთავრესი მიზანია, დაეხმაროს მასწავლებელს თანამედროვე გაკვეთილის დაგეგმვასა და ჩატარებაში. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ მიერ შემოთავაზებული მეთოდური რეკომენდაციები მათ თავისი შეხედულებისამებრ შეუძლიათ გამოიყენონ.

სახელმძღვანელოს ტექსტურ, საგაკვეთილო ნაწილს ერთვის მრავალფეროვანი კარტოგრაფიული მასალა:

  • რუკები
  • ნახაზები
  • ცხრილები
  • დიაგრამები
  • სქემები და სხვა

ილუსტრაციები:

  • ფოტოსურათები
  • აეროფოტოსურათები

თემატური მასალა:

საინტერესო მოვლენები

  • ცნობები
  • ფაქტები
  • წყაროები

თითოეულ თემას მოსდევს დავალებები, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი სრულდება გაკვეთილზე, ნაწილი კი გამიზნულია საშინაო სამუშაოსთვის.

კითხვა-დავალებები და სავარჯიშოები ხელს შეუწყობს მოსწავლეებს, განივითარონ შესაძლებლობები ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავების კუთხით, გახდნენ ცნობისმოყვარენი, საკუთარ თავს დაუსვან შეკითხვები და სხვ. შედეგად მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ ვარაუდის გამოთქმისა და წარმოსახვის, აგრეთვე დამოუკიდებელი და კრიტიკული აზროვნების უნარი, ასევე ინფორმაციის მოძიების, კლასიფიცირების, ანალიზისა და საკუთარი აზრის დასაბუთების უნარი.

ვიმედოვნებთ, გეოგრაფია 8 მასწავლებლის წიგნი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში თავიანთი ქვეყნისა და მთლიანად სამყაროს მიმართ ინტერესის გაღვივებას, ისტორიული და გეოგრაფიული აზროვნების, ასევე სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებას.

ბეჭდური ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ

დამატებითი ინფორმაცია

კლასი

VIII კლასი

საგნები

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…

გეოგრაფია 8

მოსწავლის წიგნი

3,6015,60

ავტორები: მ. ბლიაძე, გ. ჭანტურია, დ. კერესელიძე

ბეჭდური ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ

წიგნის გადახედვა

გეოგრაფია 8

მოსწავლის რვეული

1,804,20

ავტორები: მ. ბლიაძე, გ. ჭანტურია, დ. კერესელიძე

ბეჭდური ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ

წიგნის გადახედვა