გეოგრაფია 8

მოსწავლის წიგნი

3,60 15,60 

ავტორები: მ. ბლიაძე, გ. ჭანტურია, დ. კერესელიძე

ბეჭდური ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ

წიგნის გადახედვა
გასუფთავება
Compare

აღწერა

ქვეყნის, საზოგადოების, სკოლისა და ოჯახის მოვალეობაა ისეთი პიროვნებისა და მოქალაქის აღზრდაა, რომელიც აღჭურვილი იქნება სათანადო ცოდნითა და უნარ-ჩვევებით, რეალიზაციისა და თვითდამკვიდრების სურვილითა და შესაძლებლობებით. სწორედ ამ მიზნების გათვალისწინებით შეიქმნა გეოგრაფია 8 მოსწავლის წიგნი.

სახელმძღვანელოს მთავარი მიზანია, მოსწავლისათვის არა მხოლოდ ცოდნა-ინფორმაციის მოწოდება, არამედ ნასწავლი მასალის გააზრება, იმ უნარ-ჩვევების ფორმირება და განვითარება, რაც მათ საშუალებას მისცემს, მიღებული ცოდნა პრაქტიკულად გამოიყენონ.

ამავდროულად, სახელმძღვანელომ უნდა უზრუნველყოს მოსწავლეთა სივრცით-დროითი, ანალიტიკური და სისტემური აზროვნების განვითარება, მათი პატრიოტული აღზრდა; დაეხმაროს მათ, აღიქვან სამყარო მთლიანობაში და განსაზღვრონ საქართველოს ადგილი მსოფლიო პროცესებში.

გეოგრაფიის სახელმძღვანელო მიმართულია ისეთი მიზნების მისაღწევად, როგორებიცაა:

  • მოსწავლეებში გეოგრაფიული, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური აზროვნების ჩამოყალიბება;
  • პოლიტიკური კულტურის ფორმირება;
  • საკუთარი ქვეყნის ბუნების მრავალფეროვნებისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თავისებურებების შესახებ წარმოდგენის ჩამოყალიბება;
  • მათი შედარება სხვა ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებთან და მათ შორის მსგავსება-განსხვავების დადგენა.

გეოგრაფია 8 მოსწავლის წიგნი მოიცავს 6 თავს, რომლებშიც გაერთიანებულია 53-მდე თემა.

სახელმძღვანელოს შინაარსი (საგაკვეთილო თემები) შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მისაღწევ შედეგებსა და ინდიკატორებს.

სახელმძღვანელოს მთავარი შემეცნებითი-საგანმანათლებლო ფუნქცია გულისხმობს ცოდნის დამოუკიდებლად შეძენის უნარს.  მოსწავლემ უნდა მიიღოს მსოფლიოსა და მშობლიური ქვეყნის ბუნების, მოსახლეობის, მეურნეობისა და სხვა მრავალი საკითხის შესახებ ისეთი ცოდნა, რომელიც მას მომავალ პრაქტიკულ საქმიანობაში გამოადგება.

ხელს შეუწყობს ზოგადგეოგრაფიული კულტურის ჩამოყალიბებას, აგრეთვე განუვითარებს გარემომცველი სამყაროსადმი ფაქიზ და პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას.

ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული სახელმძღვანელო იქნება ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენის საშუალება; უმთავრეს როლს შეასრულებს მოსწავლეთა ქცევის მოდელების ფორმირების პროცესში.

ეს ხელს შეუწყობს მოსწავლეებს, რომ მათ სწორად განსაზღვრონ თავიანთი ადგილი ბუნებრივ, სოციალურ და კულტურულ სტრუქტურებში სხვადასხვა – ლოკალურ, რეგიონალურ და გლობალური დონეებზე.

ბეჭდური ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ

დამატებითი ინფორმაცია

კლასი

VIII კლასი

საგნები

პაკეტი

3 თვე, 6 თვე, 12 თვე

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…

გეოგრაფია 8

მოსწავლის რვეული

1,80 4,20 

ავტორები: მ. ბლიაძე, გ. ჭანტურია, დ. კერესელიძე

ბეჭდური ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ

წიგნის გადახედვა