იგავ-არაკები

5,50 

იგავ-არაკები შედგენილია მე-17 საუკუნის გამოჩენილი მწერლისა და მოღვაწის, სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკების ცნობილი წიგნის – სიბრძნე სიცრუისა – მიხედვით.

წიგნის გადახედვა
Compare

აღწერა

იგავ-არაკები შედგენილია მე-17 საუკუნის გამოჩენილი მწერლისა და მოღვაწის, სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკების ცნობილი წიგნის – სიბრძნე სიცრუისა – მიხედვით.

„სიბრძნე სიცრუის“ არაკები ერთ მთლიან მოთხრობაშია ჩართული, მაგრამ თითოეული მათგანი საკუთარი შინაარსითა და იდეური გააზრებით, ამავე დროს, დამოუკიდებელი, სრულყოფილი ლიტერატურული ნაწარმოებიცაა. ეს კი მათი შერჩევისა და ბავშვებისთვის გასაგებ ენაზე გადამუშავების საშუალებას იძლევა.

სულხან-საბას თხრობის სტილი რომ არ დარღვეულიყო, კრებულში შეტანილ 59 იგავში მხოლოდ არქაული სიტყვებია შეცვლილი.

გამარტივებულია რთული კონსტრუქციები, რომლებიც ბავშვებისთვის ძნელად აღსაქმელი იქნებოდა; ხოლო ავტორისეული ლაკონურობა, ფრაზები და გამომსახველობითი საშუალებები უცვლელადაა შენარჩუნებული.

იგავ-არაკების წიგნი გაფორმებულია ფერადი, ორიგინალური ილუსტრაციებით, რაც მას უფრო მიმზიდველსა და სახალისო საკითხავს ხდის.

ბეჭდური ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ