კანიბალიადა

8,30 

„კანიბალიადაში“ მოქმედება მეოცე საუკუნის 90-იან წლებში, სამოქალაქო ომის დროს იწყება. „ეს არ არის წიგნი ომზე, ესაა წიგნი ადამიანებზე, რომლებიც ომს გამოექცნენ“, – გვეუბნება ავტორი. მართლაც, აქ ვერ ნახავთ საბრძოლო შეტაკებების, პოზიციური ბრძოლებისა და სანგარში ჩამარხული ჯარისკაცების ისტორიებს.

წიგნის გადახედვა
Compare

აღწერა

ეს წიგნი არც გმირებზეა. ყოველი პერსონაჟი იმდენად გადაგვარებულია მორალურად, რომ მათი შეყვარება ძნელია. უცნაურია, მაგრამ სიძულვილს თანაგრძნობა გადაწონის.

მეტიც, ეს წიგნი არც კულინარიაზეა, მიუხედავად იმისა, რომ აქ ჭამენ ყველაფერს – ჭამენ გემრიელად და წარბშეუხრელად… მიშა ბახსოლიანის რომანი „კანიბალიადა“ საქართველოს ალტერნატიული ისტორიაა. აქ თავმოყრილია ყველაფერი, რაზეც თვალს ვხუჭავთ – ის, რაც ომით მართლდებოდა და მართლდება. უშუქობა, გაჭირვება და „სუხარზე“ გადასმული მარგარინი „ონა“ წიგნის ნებისმიერ გვერდზე რეფრენივით მეორდება.

მიშა ბახსოლიანი განათლებით კულტურის ისტორიკოსია. დღეს იგი კოპირაიტერად მუშაობს. მწერალი ორი პროზაული კრებულის ავტორია. სხვადასხვა დროს მიღებული აქვს ლიტერატურული პრემიები. „კანიბალიადა“ მიშა ბახსოლიანის პირველი რომანია.

ბეჭდური ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ

დამატებითი ინფორმაცია

პროზა

ქართული პროზა