უფასო!

ხელოვნება 4

მასწავლებლის წიგნი

ავტორები: ნ. იოსელიანი, ს. ქებურია

რესურსების სანახავად დააჭირე აქ

წიგნის ჩამოტვირთვა
Compare

აღწერა

ხელოვნება 4 მასწავლებლის წიგნი მოიცავს მასალას, რომელიც დაეხმარება მოსწავლეების შემოქმედებითი უნარების გამოვლენას და შემდგომ განვითარებას.

ხელოვნება 4 მასწავლებლის წიგნი ხელს უწყობს ხელოვნების მიმართ და ასევე, ხელოვნების მეშვეობით კაცობრიობის მიღწევების სხვა სფეროებისადმი ინტერესის გაღვივებას.

სხვადასხვა უნარის განვითარების ერთობლიობით, ჩვენ უნდა შევეცადოთ მთავარი შედეგის მიღწევას – ინტერესიანი, მოაზროვნე, შემოქმედებითი პიროვნების ჩამოყალიბებას.

მე-4 კლასში ცნობისმოყვარეობა უნდა გადაიზარდოს ცოდნისმოყვარეობაში, შემეცნებისადმი მუდმივ ლტოლვაში, ექსპერიმენტირებისადმი ინტერესში, საზრიანობა – კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარში, თვითგამოხატვის სურვილი კი – შემოქმედებითობაში.

  • მოსწავლეს უნდა ჩამოვუყალიბოთ სამყაროს ერთიანობის შესახებ წარმოდგენა;
  • გავაცნოთ საკუთარი და სხვათა კულტურული მემკვიდრეობა;
  • ჩამოვუყალიბოთ პატივისცემის გრძნობა ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო კულტურის
  • მიმართ;
  • ჩამოვუყალიბოთ ესთეტური გემოვნება;
  • დავაუფლოთ შემოქმედებითი საქმიანობის ტექნიკურ საშუალებებს;
  • ჩამოვუყალიბოთ შრომითი უნარ-ჩვევები;
  • ხელი შევუწყოთ ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობილი დამოკიდებულების ფორმირებას.

ამისთვის, მოსწავლეებს უნდა გავუღვივოთ და განვუვითაროთ:

  • წარმოსახვის, ფანტაზიის უნარი;
  • მშვენიერების აღქმის უნარი;
  • ხელოვნების ნაწარმოების/გარემოს ემოციური განცდის უნარი;
  • ხელოვნებისადმი ინტერესი და სიყვარული;
  • საკუთარი დამოკიდებულების, ემოციის გამოხატვის უნარი;
  • დაკვირვების, აღქმის, ანალიზის, ინტერპრეტაციის უნარი;
  • არგუმენტირებული მსჯელობის უნარი;
  • საკუთარი აზრების, შთაბეჭდილებებისა და გრძნობები სახვითი საშუალებებით გადმოცემის უნარი;
  •  შემოქმედების სურვილი და უნარი;
  • სხვადასხვა ტექნიკის გამოყენების უნარი.
  • თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების უნარი.
  • სამუშაოს თანმიმდევრობის დაგეგმვისა და ჩანაფიქრიდან სასრულ ეტაპამდე მიყვანის უნარი.

სწორედ ამ უნარების განვითარებას ისახავს მიზნად წინამდებარე სახელმძღვანელო.

ბეჭდური ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ

დამატებითი ინფორმაცია

კლასი

IV კლასი

საგნები

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…