მეფე მათიუშ პირველი

6,90

Compare

აღწერა

იანუშ კორჩაკი ლეგენდარული პოლონელი ებრაელი მწერლის, ჰენრიკ გოლდშმიტის ლიტერატურული ფსევდონიმია. იგი ვარშავაში მისივე თაოსნობით აგებულ ობოლთა სახლში ებრაელ ბავშვებს ასწავლიდა. მეორე მსოფლიო ომის დროს ვარშავა ფაშისტებმა დაიპყრეს და ობოლთა სახლის აღსაზრდელების გაზის კამერებში შეყრის ბრძანება გასცეს… იანუშ კორჩაკი შეიწყალეს, მაგრამ მწერალმა თავისი ბავშვები არ მიატოვა და გაზის კამერაში შეჰყვა.
„მეფე მათიუშ პირველი“ იანუშ კორჩაკის  ყველაზე ვრცელი ნაწარმოებია. პატარა უფლისწულ მათიუშს მამის გარდაცვალების გამო ადრეულ ასაკში მოუწევს ტახტზე ასვლა. ის მშვენივრად გაართმევს თავს მეფობას და მნიშვნელოვან რეფორმებსაც გაატარებს, მაგრამ საბოლოოდ ვერ შეეგუება სასახლის წესებს, გლეხურად გადაიცვამს და ომში გაიპარება. ნახევრად რეალური, ნახევრად ზღაპრული, ბავშვებისადმი უდიდესი სიყვარულით სავსე ეს მშვენიერი ამბავი დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს მკითხველზე.

დამატებითი ინფორმაცია

საგნები

კლასი

VII კლასი