აღწერა
ქართული 2 მოსწავლის რვეული ორი ნაწილისაგან შედგება. პირველი მოიცავს მოსწავლის წიგნის ტექსტების დამატებით სავარჯიშოებს.
მეორეში კი წარმოდგენილია მართლწერისა და ლექსიკური მარაგის გამდიდრების მიზნით შედგენილი სავარჯიშოები.
ისინი საგანგებოდ არის შექმნილი ე. წ. ტიპური შეცდომების აღმოსაფხვრელად და მართლწერის დასაუფლებლად.
რვეულის საწყისი გვერდები ბავშვებისათვის ახალი ბადის დაუფლებას ეთმობა. მომდევნო გვერდებზე მოთავსებულია დამატებით სავარჯიშოთა მთელი სისტემა, რომელიც გაღრმავებული სწავლებისთვისაა განკუთვნილი.
გაითვალისწინეთ: რესურსები შეიცავს ისეთ მასალასაც, რომელიც გულისხმობს ჩაწერასა და შევსებას, რაც შეუძლებელია ონლაინ ვერსიაში. მსგავსი დავალებების გამოყენება შეგიძლიათ სანიმუშოდ.
ბეჭდური ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ