სიცოცხლე ოცდახუთჯერ წამში

7,90

ცნობილი ტელეჟურნალისტი მაია ასათიანი თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში საკუთარი ცხოვრების გარდამტეხ მოვლენებზე მოგვითხრობს. იხსენებს 90-იან წლებს, როდესაც პირველად შედგა ფეხი დიდ ჟურნალისტიკაში; უმნიშვნელოვანეს წარმატებებს, გარეშე თვალისთვის დაფარულ პირად ცხოვრებასა და მისთვის ძვირფას ადამიანებს.

წიგნის გადახედვა
Compare

აღწერა

„უზარმაზარ სივრცეში ყვითელი შუქი იდგა. ყველაფერი ციმციმებდა. ციმციმს განათების მძლავრ ნაკადში არეკლილი მტვრის ნაწილაკები იწვევდა. მექანიკურად ზემოთ ავიხედე. ჭერი არ ჩანდა, ყველგან სხვადასხვა განათების აპარატი ეკიდა, ყველაფერი ბრჭყვიალებდა. ორწლიანი სიბნელიდან მოსულ ბავშვზე ამდენი სინათლე ჯადოსნურ შთაბეჭდილებას ახდენდა. ამ უსასრულო სივრცეში პატარა, ძალიან პატარა ვიყავი. სტუდიის ერთ წერტილში სკამი იდგა, სინათლის მძლავრი ნაკადი ამ სკამს ეცემოდა, კამერების მხარეს ბნელოდა.

ეს ჩემი სამყარო იყო.“

ბეჭდური ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ

დამატებითი ინფორმაცია

პროზა

ქართული პროზა