უღუ და თეთ

და სხვა მოთხრობები

5,50 

წიგნში შესულია საბავშვო კლასიკოსი მწერლის, ნინო ნაკაშიძის ცნობილი მოთხრობები.

წიგნის გადახედვა
Compare

აღწერა

წიგნში შესულია საბავშვო კლასიკოსი მწერლის, ნინო ნაკაშიძის ცნობილი მოთხრობები:

  • „უღუ და თეთ“
  • „მგოსანი“
  • „არ გვიკადრა“
  • „თბილისი“
  • „მუხა ესტატე“ და სხვები.

მოთხრობაში „უღუ და თეთ“, მწერალი ორი პირველყოფილი ბავშვის არნახულ, დაუჯერებელ თავგადასავალს გვიყვება და დიდი ოსტატობით აღგვიწერს ქვის ხანის ადამიანების ცხოვრებას, მათ უცნაურ ქცევებს, ნადირობის საოცარ სცენებს;

მოთხრობაში „არ გვიკადრა“ შთამბეჭდავადაა გადმოცემული სოფელში მცხოვრები მოხუცი ცოლ-ქმრის განცდები, რომლებიც ქალაქში წასულმა და იქ გადიდკაცებულმა  შვილმა უარყო;

„მუხა ესტატეში“ გადმოცემულია ცნობილი პერიოდი საქართველოს ისტორიიდან, როცა ოსმალოები ბავშვებს იტაცებდნენ…

წაიკითხეთ ნინო ნაკაშიძის მოთხრობები, რომლებშიც ერთმანეთს ენაცვლებიან ზნეობრივი და უზნეო, კეთილშობილი და უკეთური პერსონაჟები, მაგრამ საბოლოოდ მაინც, როგორც ყველგან, აქაც სიკეთე იმარჯვებს.

ბეჭდური ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ