წიგნიერების გაკვეთილები მე-3 კლასში

ავტორი: თ. კუხიანიძე, მ. ბედოშვილი

წიგნის გადახედვა
Compare
არტიკული: 9789941377532 კატეგორია:

აღწერა

რა არის წიგნიერება?  

წიგნიერება ფართო ცნებაა და თავის თავში გულისხმობს წაკითხულის გაგების, გააზრების, შემოქმედებითობის, არგუმენტირებული მსჯელობის, ზეპირი და წერითი კომუნიკაციის, წიგნიერების საშუალებით მიღებული ცოდნის ცხოვრებაში გამოყენების და სხვათა ერთობლიობას. ბავშვის წიგნიერების დონის განვითარებაზე დიდწილადაა დამოკიდებული მისი მომავალი.  

რა არის ამ კრებულებში? 

აქ თავმოყრილი სხვადასხვა ტიპის სახალისო დავალებები დაეხმარება ბავშვებს, ისწავლონ დაკვირვება, დასკვნების გამოტანა, განივითარონ ფანტაზია, მიეჩვივნენ დამოუკიდებლობას.  

სავარჯიშოები ასევე ეხმარება მოსწავლებს სისტემატურად განივითარონ დაკვირვების, ძიების, განსჯის,ემოციების ამოცნობისა და მათი მართვის უნარები.  პრაქტიკული და ინტელექტუალური სავარჯიშოები ხელს უწყობს მოსწავლეთა აზროვნების განვითარებას და სახალისო სავარჯიშოებით ბუნებრივი ბავშვური ცნობისმოყვარეობის ცოდნისმოყვარეობად გარდაქმნას. უფროსები კი შეძლებენ ნათლად დაინახონ, კონკრეტულად რა მიმართულებით სჭირდება ბავშვს დახმარება და დამატებით მუშაობა.  

სად შეგვიძლია გამოვიყენოთ? 

რესურსის გამოყენება შესაძლებელია როგორც სკოლაში, მასწავლებლის ხელმძღვანელობით, ასევე – სახლში, მშობლის ჩართულობით.  

პედაგოგისა თუ მშობლის როლი უფრო პასიურ საყრდენს ითვალისწინებს, ვიდრე წარმმართველ ძალას, ის უფრო მხარდამჭერი და ხელშემწყობია და ეხმარება მოსწავლეს სწორი გზის პოვნაში, არ გასცემს დირექტივებს და აჩვევს თავისუფლებას.