კითხვა/პასუხი

რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ Facebook-ქსელის ან Google-ის ანგარიშის დახმარებით; ან შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

ფორმის შევსების შემდეგ მიიღებთ წერილს დასადასტურებელი ბმულით. დადასტურების შემდეგ შეგიძლიათ გაიაროთ ავტორიზაცია ვებგვერდზე.

რეგისტრაციის გავლა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელსაც შეუსრულდა 13 წელი და აქვს საკუთარი ელფოსტის მისამართი.

ვებგვერდზე არსებობს წიგნის მოძიების რამდენიმე საშუალება: 

  1. საძიებო ველში აკრიფეთ წიგნის დასახელება ან ავტორი.
    სისტემა გამოგიტანთ შედეგებს, რომელიც თქვენ მიერ მითითებულ სიტყვას შეესაბამება.
  2. მთავარ მენიუში აირჩიეთ სასურველი კატეგორია – მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისთვის ან მშობლებისთვის – და ქვეკატეგორიები. არჩევის შემდეგ გადახვალთ ახალ გვერდზე, რომელზეც შესაბამისი კატეგორიის წიგნები იქნება მოცემული.

ფილტრი საშუალებას გაძლევთ, სწრაფად მოძებნოთ სასურველი წიგნი.

წიგნები შეგიძლიათ გაფილტროთ სამი მახასიათებლის მიხედვით: ფასი, საგანი და კლასი.

ფასისლაიდერის დახმარებით შეგიძლიათ აირჩიოთ ფასის თქვენთვის სასურველი დიაპაზონი;

კატეგორია – შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი საგანი: ბუნება, ქართული, მათემატიკა და სხვა.

კლასი – წიგნები დალაგებულია კლასების მიხედვით.

კატეგორიისა და კლასის შემთხვევაში, ერთდროულად რამდენიმე კომპონენტის მონიშვნაც არის შესაძლებელი. მაგალითად, შეგიძლიათ ერთდროულად აირჩიოთ ბუნება და მათემატიკა ან მე-2 და მე-3 კლასების წიგნები.

წიგნის ფასის გვერდით მოცემულია გულის ნიშანი, რის დახმარებითაც შეგიძლიათ დაამატოთ წიგნი „რჩეულში“. უკვე დამატებული წიგნების სანახავად მომხმარებლის მენიუში აირჩიეთ „რჩეული“.

დაამატეთ სასურველი წიგნი კალათაში და დააჭირეთ ღილაკს „კალათის ნახვა“. გამოჩნდება ყველა წიგნი, რომლებიც აირჩიეთ. 

დააჭირეთ ღილაკს „შეკვეთის გაფორმება“. 

გაიხსნება შეკვეთის ფორმა. შეავსეთ.

დააჭირეთ ღილაკს „გაგრძელება“.

გაიხსნება ახალი ფანჯარა. შეიყვანეთ თქვენი ბარათის მონაცემები.
თქვენი შეკვეთა გაფორმებულია.

შეგიძლიათ გამოიყენოთ საქართველოში მოქმედი ყველა ბანკის Visa და MasterCard ბარათები.

ამისათვის უნდა გაიაროთ იგივე ნაბიჯები, რომლებსაც წიგნის შეძენისას გადიხართ. განსხვავება ისაა, რომ ამ დროს არაფერს არ იხდით.

გადადით ჩემს წიგნებში. გამოჩნდება თქვენს მიერ შეძენილი წიგნების სია. აირჩიეთ სასურველი წიგნი. 

არსებული ღილაკების დახმარებით შეგიძლიათ გადახვიდეთ გვერდიდან გვერდზე, შეცვალოთ მასშტაბი, ფაილი სრულ ეკრანზე გახსნათ/დახუროთ.

სარჩევი აქტიურია და სათაურებზე დაჭერით შესაბამის თემაზე გადახვალთ. ეს ფუნქცია ეტაპობრივად ყველა ფაილს დაემატება.

საგანმანათლებლო რესურსების (სახელმძღვანელოებისა და დამხმარე სასწავლო მასალების) შეძენა შეგიძლიათ 3, 6 ან 12 თვით.

მხატვრული ლიტერატურის შეძენა შეგიძლიათ განუსაზღვრელი ვადით.

მომხმარებლის მენიუში აირჩიეთ ჩემი წიგნები. გადახვალთ პირად პროფილში და ნახავთ თქვენ მიერ შეძენილი წიგნების სიას.

მომხმარებლის მენიუში აირჩიეთ შეკვეთები. იქ შეგიძლიათ დაათვალიეროთ თქვენ მიერ გაკეთებული შეკვეთების ისტორია.

ამ ეტაპზე წიგნის წასაკითხად ინტერნეტის გამოყენება აუცილებელია.

წიგნის გადმოწერა არ არის შესაძლებელი.

ზოგ სახელმძღვანელოს (საჭიროების შემთხვევაში) ახლავს აუდიომასალა, რომელიც ეხმარება მოსწავლეებს მასალის ათვისებაში. აუდიომასალას იხილავთ შესაბამისი სახელმძღვანელოების (გერმანულისა და ინგლისურის) მასწავლებლის წიგნების პროფილში.

ინგლისურის სახელმძღვანელოების მასწავლებლის წიგნები.

გერმანულის სახელმძღვანელოების მასწავლებლის წიგნები.

ინგლისურისა და გერმანული სახელმძღვანელოების მასწავლებლის წიგნებს ახლავთ აუდიომასალები.

აუდიომასალები დაყოფილია იმის მიხედვით, თუ რომელ სახელმძღვანელოს მოჰყვება ისინი: მოსწავლის რვეული ან მოსწავლის წიგნი.

აუდიომასალები განთავსებულია პლატფორმაზე soundcloud.com, ხოლო ჩვენი პროფილი შეგიძლიათ იხილოთ მისამართზე soundcloud.com/sulakauripblishing.

იმისათვის, რომ ნახოთ აუდიომასალები კლასებისა და საგნების მიხედვით, აირჩიეთ Playlists.

საიტზე ჩაშენებული აუდიომასალის მოსასმენად დააწექით Play ნიშანს:

faq-audio-01-play

სასურველი ჩანაწერის (ტრეკის) მოსასმენად მონიშნეთ ის:

faq-audio-03-track

გადმოსაწერად ისარგებლეთ შესაბამისი ღილაკით:


აუდიომასალის მოსმენა შეგიძლიათ ასევე მობილურის აპლიკაციით SoundCloud, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც  iOS ასევე Android სისტემისთვის.

ამ კატეგორიაში შედის ყველა ის წიგნი, რომელთა გამოყენებაც მოუწევს როგორც მასწავლებელს, ასევე მოსწავლესა და მშობელს. მასწავლებელს შეუძლია, ნახოს, „სულაკაურის გამომცემლობის“ რომელი წიგნის არჩევა და შეთავაზება შეუძლია მოსწავლეებისთვის საგნობრივი თუ ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით.

ამ კატეგორიაში მოსწავლეს შეუძლია გაეცნოს წიგნებსა და დამხმარე მასალებს, რომლებიც შედგენელია მოსწავლეთა ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის. „წიგნები მოსწავლეებისთვის“ მოიცავს როგორც სახელმძღვანელოებს, ასევე კლასგარეშე საკითხავ ლიტერატურას.

ნაბეჭდი წიგნის შეძენა შესაძლებელია „სულაკაური გამომცემლობის“ წიგნის მაღაზიებში:
თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზ., N 15
თბილისი, სულხან ცინცაძის ქ. N 2.
თბილისი, შოთა რუსთაველი გამზირი, N 2,  „გალერია თბილისი“, -1 სართული

ჩვენთან დასაკავშირებლად რამდენიმე გზას გთავაზობთ:

  1. მოგვწერეთ ონლაინ ჩატში. გვერდის მარჯვენა ქვედა კუთხეში მოთავსებული ონლაინ ჩატის დახმარებით გაეესაუბრეთ კონსულტანტს ან დატოვეთ შეტყობინება.
  2. შეავსეთ საკონტაქტო ფორმა კონტაქტის გვერდზე.
  3. დაგვირეკეთ ნომერზე 032 2 911 165
  4. მოგვწერეთ წერილი მისამართზე: info@sulakauri.edu.ge
  5. ტექნიკური დახმარება: support@sulakauri.edu.ge