„სულაკაურის გამომცემლობა“ მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებს სთავაზობს დამხმარე ელექტრონულ რესურსს, რომელიც შექმნილია ინგლისური ენის შემსწავლელთათვის (ის ეყრდნობა 2018 წელს გრიფირებულ ინგლისური ენის სახელმძღვანელოს New Building Blocks პირველი კლასისთვის). შექმნილი ონლაინსავარჯიშოები ზუსტად მისდევს სახელმძღვანელოს თავებსა და მათში განხილულ თემებს, ასევე ანბანის ათვისებასაც უწყობს ხელს. რესურსის მიზანია, ბავშვებმა მარტივად გაიმეორონ და გამოიყენონ შესწავლილი მასალა, მრავალფეროვანი მოდულების საფუძველზე შექმნილი დავალებების შესრულებით დასახული ამოცანის გადაწყვეტის დამატებითი ფორმები მოსინჯონ; აქტიურად მოუსმინონ, დააკვირდნენ და გაიმეორონ ის, რასაც მათგან კონკრეტული დავალება ითხოვს; თავად გამოიკვლიონ და მოსინჯონ საკუთარი შესაძლებლობები შეცდომის დაშვების შიშის გარეშე, რასაც ხელს უწყობს შეცდომის თვალნათლივ დანახვა, მისი გამოსწორების შესაძლებლობა, ასევე ქულების დათვლის მარტივი სისტემა.

ვიმედოვნებთ, შეთავაზებული ელექტრონული რესურსი დაეხმარება მოსწავლეებს ინგლისური ენის ხალისით ათვისებაში, მასწავლებლებსა და მშობლებს კი მათი პროგრესისთვის თვალის მიდევნების საშუალებას მისცემს.

გაკვეთილები

English Words

დავალება

Do You Speak English?

დავალება