მხიარული ანბანი

ავტორი: ბ. სულაკაური, ს. ცხვედიანი, დ. ხუროშვილი, ო. ბიწაძე

წიგნის გადახედვა
Compare
არტიკული: 9789941377426 კატეგორია:

აღწერა

“მხიარული ანბანი” ინოვაციური მეთოდებით შექმნილი უახლესი სახელმძღვანელოა, რომლითაც პირველკლასელები ქართული ანბანის შესწავლას შეძლებენ. ყველა წერითი სამუშა წიგნშივეა ინტეგრირებული და შესაბამისად, მოსწავლეს დამატებითი რვეული აღარ დასჭირდება.

საწერი ბადე, რომელსაც ვიყენებთ, განსხვავდება ტრადიციული ბადის პროპროციებისგან: ჰორიზონტალურ ხაზებს შორის თანაბარი მანძილებია. ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში, იაკობ გოგებაშვილმა სცადა მანამდე არსებული ბადის პროპორციების შეცვლა და ბადის ზედა და ქვედა ნაწილები, რომლებიც შუა ნაწილზე არაპროპორციულად დიდი იყო, დააპატარავა. აი, რას წერდა გოგებაშვილი თავის წერილში “ქართული დედნის შესახებ”: “ჩვენი დედნის ასოების ნაწილებს შორის დავამყარე იმგვარი ურთიერთ დამოკიდებულება, რომ ზემო და ქემო ნაწილები ასოებისა მეტობენ შუაგულს ერთი ნახევრობით. მეტი დამოკლდება ასოებისა ვერ გავბედე და მომავალს მივანდე იმისი გადაჭრა”.

წიგნის ბოლო გვერდებზე მოთავსებულია სახელმძღვანელოს სტრუქტურისა და მისი გამოყენების დეტალური ინსტრუქცია.