Showing all 2 results

მეფე მათიუშ პირველი

6,90 

იანუშ კორჩაკი ლეგენდარული პოლონელი ებრაელი მწერლის, ჰენრიკ გოლდშმიტის ლიტერატურული ფსევდონიმია. იგი ვარშავაში მისივე თაოსნობით აგებულ ობოლთა სახლში ებრაელ ბავშვებს ასწავლიდა. მეორე მსოფლიო ომის დროს ვარშავა ფაშისტებმა დაიპყრეს და ობოლთა სახლის აღსაზრდელების გაზის კამერებში შეყრის ბრძანება გასცეს… იანუშ კორჩაკი შეიწყალეს, მაგრამ მწერალმა თავისი ბავშვები არ მიატოვა და გაზის კამერაში შეჰყვა.

წიგნის გადახედვა

მეფე მათიუში უკაცრიელ კუნძულზე

5,50 

ამ წიგნში მოთხრობილია სიკეთით სავსე, გულისამაჩუყებელი ამბავი მეფე მათიუშ პირველზე – პატარა პრინცზე, რომელსაც მამის გარდაცვალების გამო 10 წლისას მოუწია ტახტზე ასვლა. მათიუშმა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა ბავშვთა უფლებების დასაცავად და ხალხის სოციალური ყოფის გასაუმჯობესებლად, მაგრამ მოშურნეებმა მცირეწლოვანი მეფე ტახტიდან ჩამოაგდეს და უკაცრიელ კუნძულზე გადაასახლეს. ამ კუნძულზე იწყება მარტოხელა მათიუშის ტანჯვითა და ნაღველით სავსე ცხოვრება.

წიგნის გადახედვა