Showing 1–12 of 87 results
14 კრისტალის თეორია
9,00 ₾ფინეთის პატარა სოფლის მახლობლად, უცნაურ ტყეში, სადაც მუდმივად ზამთარია, ცხოვრობს უგო – პატარა ბიჭი, რომელსაც გარესამყაროსთან ურთიერთობას უკრძალავენ. სასახლეში გამოკეტილი უგოს ერთადერთი იმედი ინგეა – კეთილი და მამაცი გოგონა, რომელიც არც კი იცნობს მას, მაგრამ ძალებს არ იშურებს მის დასახსნელად.
წიგნის გადახედვა
აი, როგორ და რატომ
4,80 ₾კიპლინგის ზღაპართა სამყაროში ბევრ ისეთ კითხვაზე აღმოაჩენთ პასუხს, მხოლოდ ცნობისმოყვარე ბავშვებს რომ ებადებათ.
წიგნის გადახედვა
ანე ფრანკის დღიური
6,90 ₾ცნობილია, რომ ფაშისტებმა მეორე მსოფლიო ომის დროს დაახლოებით 5,7 მილიონი ებრაელი გაანადგურეს. ანეს მამამ, ოტო ფრანკმა საკუთარი ფირმის უკანა ნაწილი სათანადოდ მოაწყო და იქ შეხიზნა ცოლ-შვილი. ოთხ კედელში გამოკეტილი 13 წლის ანე გულწრფელად აქსოვდა დღიურში საკუთარ განცდებს, ფიქრებს, იმედებს, წუხილს, შიშს, ხან ემოციის გამომწვევ, ხანაც ღიმილის მომგვრელ შთაბეჭდილებებს.
წიგნის გადახედვა
ატუსა და მატუსა
6,20 ₾აბა, თუ მიხვდები, ვინ არიან ატუსა და მატუსა? ყველაზე ცელქი ტყუპები, რომლებსაც თვალის დახამხამებაში შეუძლიათ ბებოს საწოლი მეკობრეების გემად აქციონ, ბალიშები – მფრინავ ხალიჩებად, ბაბუას ხელჯოხი – ცხენად, ხოლო კარადა – ციხესიმაგრედ; ასევე შეუძლიათ ბებია, ბაბუა და მათი მეგობრები ფეხბურთის სათამაშოდ აიყოლიონ, ბაბუას დაბადების დღეზე კი, ტორტის ნაცვლად, პატარა ძამიკო კოკოტო მორთონ.
წიგნის გადახედვა
აფრიკული ზღაპრები
4,80 ₾აფრიკული ზღაპრები ისეთივე საინტერესო და გამორჩეულია, როგორც მთლიანად აფრიკის კულტურა.
ყველაზე ჯადოსნურ კონტინენტზე სამოგზაუროდ გიწვევთ. მოიმარაგეთ აფრიკული ზღაპრები და გამოგვყევით.
წიგნის გადახედვა
ბალადა გატეხილ ცხვირზე
9,00 ₾არნე სვინგენი თანამედროვე ნორვეგიელი მწერალია. ის ახალგაზრდა თაობის ერთ-ერთი საყვარელი ავტორია და მისი ნაწარმოებები დიდი პოპულარობით სარგებლობს ნორვეგიაში. ამ წიგნის დამსახურებით კი მწერალმა მრავალ ქვეყანაში გაითქვა სახელი.
წიგნის გადახედვა
ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი
5,50 ₾ვინ არ იცნობს ბარონ მიუნჰაუზენს და მის საოცარ თავგადასავლებს?! სამფეხა ადამიანებთანაც უცხოვრია და ყველის კუნძულზეც უსეირნია; ირემიც უნახავს, თავზე ხე რომ ამოუვიდა და ორჯერ მთვარეზეც უმოგზაურია… სად აღარ ყოფილა, რა ფათერაკი არ გადახდენია თავს, მაგრამ თავისი მოხერხებულობის წყალობით ყოველთვის უპოვია გამოსავალი.
წიგნის გადახედვა
ბასკერვილების ძაღლი
6,90 ₾ბასკერვილების ძაღლი ართურ კონან დოილის ერთ-ერთი ყველაზე შიშისმომგვრელი და მომაჯადოებელი ნაწარმოებია.
„ვერავითარი ცეცხლოვანი ფანტაზია ვერ წარმოიდგენდა უფრო საზარელ, უფრო ზარდამცემ სანახაობას, ვიდრე ეს ჯოჯოხეთის ქმნილება იყო, რომელიც ნისლიდან გამოვარდა და ჩვენკენ გამოეშურა…“
წიგნის გადახედვა
ბებრები და სხვა მოთხრობები
5,50 ₾
წიგნში შეტანილია თემატური მრავალფეროვნებითა და ჟანრთა ნაირსახეობით გამორმჩეული ნაწარმოებები.
წიგნის გადახედვა
ბერძნულ-რომაული მითები და მათთან დაკავშირებული ფრთიანი გამონათქვამები
4,80 ₾
ბერძნულ-რომაული მითები ახალი არ არის, ამიტომ, შესაძლოა, უკვე არაერთი მითოლოგიური წიგნი წაგიკითხავს და იცი, რომ ჭექა-ქუხილის ღმერთი ზევსია, სიყვარულისა – აფროდიტე, სიბრძნისა – ათენა, ომისა – არესი…
წიგნის გადახედვა
ბიძია თომას ქოხი
6,20 ₾ბიძია თომას ქოხი მკითხველს ამერიკელი შავკანიანი მონების ცხოვრების შესახებ მოუთხრობს.