Showing all 11 results
14 კრისტალის თეორია
₾9,00ფინეთის პატარა სოფლის მახლობლად, უცნაურ ტყეში, სადაც მუდმივად ზამთარია, ცხოვრობს უგო – პატარა ბიჭი, რომელსაც გარესამყაროსთან ურთიერთობას უკრძალავენ. სასახლეში გამოკეტილი უგოს ერთადერთი იმედი ინგეა – კეთილი და მამაცი გოგონა, რომელიც არც კი იცნობს მას, მაგრამ ძალებს არ იშურებს მის დასახსნელად.
წიგნის გადახედვა
ბალადა გატეხილ ცხვირზე
₾9,00არნე სვინგენი თანამედროვე ნორვეგიელი მწერალია. ის ახალგაზრდა თაობის ერთ-ერთი საყვარელი ავტორია და მისი ნაწარმოებები დიდი პოპულარობით სარგებლობს ნორვეგიაში. ამ წიგნის დამსახურებით კი მწერალმა მრავალ ქვეყანაში გაითქვა სახელი.
წიგნის გადახედვა
დეტექტივი სკალდაგერი
₾10,40თორმეტი წლის სტეფანის მოსაწყენი ცხოვრება მოუდლოდნელად თავდაყირა დგება, როცა ბიძამისი – მოულოდნელად გარდაიცვლილი მწერალი გორდონ ეჯლი გოგონას თავისი ქონების უდიდეს ნაწილს უტოვებს. მარგამ გოგონას მემკვიდრეობით მხოლოდ სიმდიდრე როდი ერგება – იგი ერთბაშად ამოყოფს თავს უჩვეულო, იდუმალებით მოცულ სამყაროში, რომელშიც ბნელი ჯადოქრული ძალები საუკუნეებია მსოფლიო ბატონობისთვის იბრძვიან, მათ შეჩერებას კი ჯიუტად ცდილობს დიდი ხნის წინ გარდაცვლილი და ჯადოსნობის დახმარებით ჩონჩხად აღმდგარი ჯადოსანი, დეტექტივი სკალდაგერი.
წიგნის გადახედვა
მიწისქვეშელები: მრუდე ვერცხლი
₾10,40აივისა და სების ცხოვრება მას მერე იცვლება, რაც ბებოს სახლში, სამზარეულოს კედელზე მათ თვალწინ ჯადოსნური ფრთა ავბედით წერილს ამოკაწრავს. მალე და-ძმა ლანდინორის უცნაურ სამყაროში აღმოჩნდება,
წიგნის გადახედვა
მიწისქვეშელები: ქვიშის საათი
₾10,40აივისა და სების ჯადოსნური თავგადასავალი გრძელდება… ლანდინორში ისევ უცნაური ამბები ტრიალებს, მიწისქვეშელები საფრთხეში არიან… ავბედით ნიშანი ბავშვებს თითქოს ფეხდაფეხ დასდევს. აივი და სები კვლავ ბნელით მოცულ გამოძიებაში ერთვებიან და უჩვეულო, მაგრამ ერთგული მეგობრის, ველიანის დახმარებით ცდილობენ, კიდევ ერთხელ დაამარცხონ მრუმეები.
წიგნის გადახედვა
პენდერუიკების ოჯახი
₾7,60ზაფხული ხომ იმისთვისაა, რომ სადმე განსაკუთრებულ ადგილას წავიდეს ადამიანი? – ფიქრობენ დები პენდერუიკები და სიხარულს ვერ მალავენ, როცა მისტერ პენდერუიკი, მათი ბოტანიკოსი მამა, საზაფხულო აგარაკის პოვნასა და დაქირავებას მოახერხებს. პასუხისმგებლობის გრძნობით აღსავსე თორმეტი წლის როზალინდს, თერთმეტი წლის ანც სკაის, ათი წლის მომავალ მწერალ ჯეინს, ოთხი წლის მორცხვ ბეტის და მათ ძაღლს, ჰაუნდს, თავგადასავლებით აღსავსე აგვისტო ელით.
წიგნის გადახედვა
უიღბლო ამბების სერია: ტერარიუმი
₾6,90ძვირფასო მკითხველო, თუ ფიქრობთ, რომ ამ წიგნში სასიამოვნო ამბავს წაიკითხავთ, ვშიშობ, არასწორი არჩევანი გააკეთეთ. ამბავი შეიძლება თავიდან მხიარული გეჩვენოთ, რადგან პატარა ბოდლერები საინტერესო ქვეწარმავლებსა და მსუქანა ბიძასთან ერთად დროს არცთუ…
წიგნის გადახედვა
ცირკი მირანდუსი
₾9,00მიკას უსაყვარლესი ბაბუა ძალიან ავადაა, ავადმყოფის მოსავლელად ჩამოსული პაპიდა კი ბიჭს ბაბუას ოთახში შესვლის ნებას თითქმის აღარ რთავს.
წიგნის გადახედვა
ხოჭოების ბრძოლა (წიგნი 3)
₾9,00დარკუსი, ვირჯინია და ბერტოლტი ისევ ერთად არიან. უჩვეულო, მაგრამ ერთგული მეგობრების დახმარებით, ისინი კვლავ ცდილობენ, წინ აღუდგნენ ლუკრეცია კატერს, რომელიც ამაზონის ჯუნგლებშია გამაგრებული და მზაკვრულ გეგმებს აწყობს.
წიგნის გადახედვა
ხოჭოების დედოფალი (წიგნი 2)
₾9,00დარკუსი, ვირჯინია და ბერტოლტი ლუკრეცია კატერის წინააღმდეგ საბრძოლველად ახალ გეგმებს აწყობენ, თუმცა მეგობრებს მრავალი წინააღმდეგობის გადალახვა უწევთ: დარკუსის მამამ მათ კატერის მიერ მისი გატაცების საქმის გამოძიება აუკრძალა, ყალთაბანდი ბიძაშვილები, ჰამფრი და პიკერინგი კი ეს-ესაა ციხიდან გამოვიდნენ…
წიგნის გადახედვა
ჯაფარა
₾9,00კეიტლინს ხატვა და ლექსიკონები უყვარს, და კიდევ ფილმი „ნუ მოკლავ ჯაფარას“. სწორედ ამ ფილმის მთვარი გმირის მეტსახელს, “სკაუტს” ეძახდა უფროსი ძმა. მაგრამ ძმა, ერთადერთი ადამიანი, ვინც გულისყურით უსმენდა და ასწავლიდა, მასობრივ მკვლელობას ემსხვერპლა… და დევონის გარეშე დარჩენილი კეიტლინი ცდილობს როგორც საკუთარ, ისე მამას გაუსაძლის ტკივილს რამე მოუხერხოს და იწყებს საშველის ძებნას, რასაც კათარზისს ეძახის.