Showing 1–12 of 24 results

ანე ფრანკის დღიური

6,90 

ცნობილია, რომ ფაშისტებმა მეორე მსოფლიო ომის დროს დაახლოებით 5,7 მილიონი ებრაელი გაანადგურეს. ანეს მამამ, ოტო ფრანკმა საკუთარი ფირმის უკანა ნაწილი სათანადოდ მოაწყო და იქ შეხიზნა ცოლ-შვილი. ოთხ კედელში გამოკეტილი 13 წლის ანე გულწრფელად აქსოვდა დღიურში საკუთარ განცდებს, ფიქრებს, იმედებს, წუხილს, შიშს, ხან ემოციის გამომწვევ, ხანაც ღიმილის მომგვრელ შთაბეჭდილებებს.

წიგნის გადახედვა

ბასკერვილების ძაღლი

6,90 

ბასკერვილების ძაღლი ართურ კონან დოილის ერთ-ერთი ყველაზე შიშისმომგვრელი და მომაჯადოებელი ნაწარმოებია.

„ვერავითარი ცეცხლოვანი ფანტაზია ვერ წარმოიდგენდა უფრო საზარელ, უფრო ზარდამცემ სანახაობას, ვიდრე ეს ჯოჯოხეთის ქმნილება იყო, რომელიც ნისლიდან გამოვარდა და ჩვენკენ გამოეშურა…“

წიგნის გადახედვა

ბერძნულ-რომაული მითები

და მათთან დაკავშირებული ფრთიანი გამონათქვამები

4,80 

ბერძნულ-რომაული მითები ახალი არ არის, ამიტომ, შესაძლოა, უკვე არაერთი მითოლოგიური წიგნი წაგიკითხავს და იცი, რომ ჭექა-ქუხილის ღმერთი ზევსია, სიყვარულისა – აფროდიტე, სიბრძნისა – ათენა, ომისა – არესი…

წიგნის გადახედვა

ბიძია თომას ქოხი

6,20 

ბიძია თომას ქოხი მკითხველს ამერიკელი შავკანიანი მონების ცხოვრების შესახებ მოუთხრობს.

წიგნის გადახედვა

ბიჭი და ძაღლი

და სხვა მოთხრობები

7,60 

ამ კრებულში თავმოყრილია მე-20 საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი მწერლის, არჩილ სულაკაურის მოთხრობები: „ბიჭი და ძაღლი“, „გაბო“, „მტრედები“, „ძველი ამბავი“ და სხვები.

წიგნის გადახედვა

განძის კუნძული

6,20 

დიდ საიდუმლოს ინახავს მოხუცი მეკობრის, ბილი ბოუნზის ძველი ზანდუკი, რომლის ხელში ჩაგდებასაც ბევრი მეკობრე ცდილობს. საბოლოოდ, ზანდუკში საგულდაგულოდ დამალულ განძის კუნძულის რუკას პატარა, უშიშარი ბიჭი, ჯიმ ჰოკინზი დაეუფლება და აქედან იწყება კიდეც მისი ფათერაკებით აღსავსე, საინტერესო თავგადასავალი ზღვასა თუ ხმელეთზე.

წიგნის გადახედვა

თეთრი ეშვი

6,20 

ჩრდილოეთის უდაბურ მხარეში მშიერი მგლების ხროვა დაძრწის. მათ შორისაა კიჩი, ნახევრად მგელი, ნახევრად კი – ძაღლი. თუმცა, წიგნის მთავარი პერსონაჟი კიჩი კი არა, მისი ლეკვია – თეთრი ეშვი. ეს სახელი მას პირველმა პატრონმა, გულცივმა ინდიელმა, რუხმა თახვმა დაარქვა.

წიგნის გადახედვა

თხუთმეტი წლის კაპიტანი

7,60 

დიკ სენდი ყველაზე მამაცი კაპიტანია ამქვეყნად. თუმცა, სანამ კაპიტანი გახდებოდა, ის იუნგად მსახურობდა ვეშაპებზე მონადირე ხომალდზე, კაპიტნისა და მეზღვაურების ტრაგიკული აღსასრულის შემდეგ კი გემის უფროსობა ითავა.

წიგნის გადახედვა

მაუგლი

6,20 

ცხოველთა სამყაროს მიმართ განსაკუთრებული სიყვარულით გამორჩეულმა ინგლისელმა მწერალმა, რადიარდ კიპლინგმა „ჯუნგლის წიგნი“ თავისი შვილებისთვის დაწერა და შემდეგ მთელი მსოფლიოს ბავშვებს შეაყვარა იდუმალებითა და ცხოველთა სამყაროს მრავალფეროვნებით გამორჩეული ჯუნგლები.

წიგნის გადახედვა

მეფე მათიუშ პირველი

6,90 

იანუშ კორჩაკი ლეგენდარული პოლონელი ებრაელი მწერლის, ჰენრიკ გოლდშმიტის ლიტერატურული ფსევდონიმია. იგი ვარშავაში მისივე თაოსნობით აგებულ ობოლთა სახლში ებრაელ ბავშვებს ასწავლიდა. მეორე მსოფლიო ომის დროს ვარშავა ფაშისტებმა დაიპყრეს და ობოლთა სახლის აღსაზრდელების გაზის კამერებში შეყრის ბრძანება გასცეს… იანუშ კორჩაკი შეიწყალეს, მაგრამ მწერალმა თავისი ბავშვები არ მიატოვა და გაზის კამერაში შეჰყვა.

წიგნის გადახედვა

მეფე მათიუში უკაცრიელ კუნძულზე

5,50 

ამ წიგნში მოთხრობილია სიკეთით სავსე, გულისამაჩუყებელი ამბავი მეფე მათიუშ პირველზე – პატარა პრინცზე, რომელსაც მამის გარდაცვალების გამო 10 წლისას მოუწია ტახტზე ასვლა. მათიუშმა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა ბავშვთა უფლებების დასაცავად და ხალხის სოციალური ყოფის გასაუმჯობესებლად, მაგრამ მოშურნეებმა მცირეწლოვანი მეფე ტახტიდან ჩამოაგდეს და უკაცრიელ კუნძულზე გადაასახლეს. ამ კუნძულზე იწყება მარტოხელა მათიუშის ტანჯვითა და ნაღველით სავსე ცხოვრება.

წიგნის გადახედვა

პატარა მაწანწალა

5,50 

რომანი  „პატარა მაწანწალა“ ლონდონის ღარიბ უბნებში მცხოვრებ ბიჭებზე მოგვითხრობს. ქუჩის ცხოვრების რეალისტური აღწერისა და დინამიკური სიუჟეტის გამო „პატარა მაწანწალა“ მრავალი თაობის ბავშვების საყვარელი წიგნია.

წიგნის გადახედვა