Showing 1–12 of 13 results

არმაზის მსხვრევა

და სხვა მოთხრობები

5,50 

„არმაზის მსხვრევა“ საქართველოს გაქრისტიანების საკითხს ეხება, აქ საინტერესოდ და შთამბეჭდავადაა გადმოცემული წარმართობის დამარცხებისა და ქრისტიანობის დამკვიდრების პერიოდი; ფილოსოფიურ თემას ეძღვნება „ტკბილი დუდუკი“, ხოლო მოთხრობებში: „გველის ზეიმი“, „თებერას დანიშნული“ სოციალური პრობლემებია აღწერილი.

წიგნის გადახედვა

ბებრები

და სხვა მოთხრობები

5,50 

წიგნში შეტანილია თემატური მრავალფეროვნებითა და ჟანრთა ნაირსახეობით გამორმჩეული ნაწარმოებები.

წიგნის გადახედვა

თავადის ქალი მაია

და სხვა მოთხრობები

4,80 

ლეო ქიაჩელის ნაწარმოები არა მხოლოდ ჟანრული, არამედ თემატიკისა და სტილის მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა. ამ კრებულში შეტანილია მწერლის რჩეული მოთხრობები: „თავადის ქალი მაია“, „ალმასგირ კიბულან“, „ბერი და ყორანი“, „ჰაკი აძბა“ და სხვები.

წიგნის გადახედვა

კურკას ქორწილი

და სხვა მოთხრობები

5,50 

„კურკას ქორწილი და სხვა მოთხრობები“-ში შესულია მე-20 საუკუნის გენიალური ქართველი მწერლის, მიხელ ჯავახიშვილის რჩეული მოთხრობები

წიგნის გადახედვა

მოთხრობები და წერილები

5,50 

ილია ჭავჭავაძის ამ კრებულში შედის ორი მოთხრობა: „გლახის ნაამბობი“, „სარჩობელაზედ“ და პუბლიცისტური წერილები. მოთხრობებში წაიკითხავთ გლახაკად ქცეული გაბრიელის ტრაგიკულ ისტორიას და ახალგაზრდა ყაჩაღის თავგადასავალს, რომელსაც ძმა ეს-ესაა ქალაქის შუაგულში ჩამოუხრჩვეს.

წიგნის გადახედვა

მოძღვარი

4,80 

ყაზბეგის სხვა გმირებივით „მოძღვარის“ პერსონაჟებსაც გაგიჟებით შეუძლიათ სიყვარულიც, მეგობრობაცა და თავგანწირვაც. მწერალი დიდი გატაცებით აღწერს ხევის ხალხის ყოფას და მკითხველსაც მათი განცდებით აცხოვრებს.

წიგნის გადახედვა

სამნი ნავში

ძაღლს თუ არ ჩავთვლით

5,50 

გონებრივი შრომით გადაღლილი და დაუძლურებული სამი მეგობარი გადაწყვეტს, ნავით აუყვეს მდინარე თემზას. სწორედ მათი – ჯორჯის, ჰარისის, ჯეისა და მისი ძაღლის ორკვირიანი მოგზაურობის ამბავს აღგვიწერს ჯერომ ჯერომი. მდინარეზე ნავით გასეირნება მე-19 საუკუნის ბოლოს ინგლისში ძალიან პოპულარული გასართობი იყო.

წიგნის გადახედვა

სიბრძნე სიცრუისა

5,50 

მე-17 საუკუნის დიდი ქართველი მოღვაწისა და მწერლის, სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისა“ ავტორის პირველ ლიტერატურულ ქმნილებად მიიჩნევა, რომელიც მას „ჭაბუკობის ჟამს“ დაუწყია და ბერად შედგომამდე დაუსრულებია.

წიგნის გადახედვა

სოლომან მორბელაძე

და სხვა მოთხრობები

5,50 

„ჩემს სიცოცხლეში არავისთვის დამიცინია. მე მებრალებოდა ადამიანი, რომელიც ცხოვრებამ გააუბედურა და სასაცილო მდგომარეობაში ჩააყენა. …რასაც ვწერდი, მხოლოდ ადამიანის სიყვარული მაწერინებდა“, – ამბობდა დავით კლდიაშვილი და, მართლაც, თავის პერსონაჟებს ჰუმანიზმით სავსე სატირით, „ცრემლნარევი სიცილით“ წარმოგვიდგენდა.

წიგნის გადახედვა

უკანასკნელი მოჰიკანი

7,60 

ამერიკელი მწერალი ჯეიმს ფენიმორ კუპერი ინდიელთა შესახებ დაწერილი არაერთი ცნობილი წიგნების ავტორია. მისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რომანი „უკანასკნელი მოჰიკანი“ ჩრდილოეთ ამერიკის ინდიელებზე მოგვითხრობს. წიგნში ინგლისსა და საფრანგეთს შორის ინდიელთა მიწების დაპატრონებისათვის გაჩაღებული ომის ერთი ეპიზოდია აღწერილი.

წიგნის გადახედვა

უკანასკნელი ფოთოლი

და სხვა მოთხრობები

5,50 

ო. ჰენრიმ მოთხრობების წერა ოჰაიოს ციხეში დაიწყო, სადაც 3 წელი გაატარა ფულის გაფლანგვის ბრალდებით. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად. სიკვდილამდე ათი  კრებული გამოსცა, რომლებშიც 600-ზე მეტი მოთხრობა შევიდა. მიუხედავად ამისა, სიცოცხლის ბოლო წლები სიღარიბეში გაატარა და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ნიუ-იორკის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა.

წიგნის გადახედვა