Showing all 12 results

აი, როგორ და რატომ

4,80 

კიპლინგის ზღაპართა სამყაროში ბევრ ისეთ კითხვაზე აღმოაჩენთ პასუხს, მხოლოდ ცნობისმოყვარე ბავშვებს რომ ებადებათ.

წიგნის გადახედვა

ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი

5,50 

ვინ არ იცნობს ბარონ მიუნჰაუზენს და მის საოცარ თავგადასავლებს?! სამფეხა ადამიანებთანაც უცხოვრია და ყველის კუნძულზეც უსეირნია; ირემიც უნახავს, თავზე ხე რომ ამოუვიდა და ორჯერ მთვარეზეც უმოგზაურია… სად აღარ ყოფილა, რა ფათერაკი არ გადახდენია თავს, მაგრამ თავისი მოხერხებულობის წყალობით ყოველთვის უპოვია გამოსავალი.

წიგნის გადახედვა

ბიძია რიმუსის ზღაპარი

3,40 

როგორ დაკარგა კურდღელმა კუდი, როგორ გააოცა კუმ ყველა, როგორ მოატყუა კურდღელმა მელია, როგორ ჩავარდა მგელი გასაჭირში, რატომ აქვს ოპოსუმს უბეწვო კუდი… – ამ და სხვა სახალისო ზღაპრების ავტორი ჯოელ ჰარისია, რომელმაც ბავშვობა ჩრდილოეთ ამერიკის შავკანიანებთან ერთად გაატარა.

წიგნის გადახედვა

ბურატინოს თავგადასავალი

4,80 

მშვენიერი  ილუსტრაციებით გაფორმებულ ამ წიგნში წაიკითხავთ გამოჩენილი რუსი მწერლის, პოეტისა და დრამატურგის, ალექსეი ტოლსტოის ფანტასტიკური ჟანრის მოთხრობას ხის ბიჭუნაზე, რომელიც მეარღნე კარლომ შეშის ნაპობისგან გამოთალა და სახელად ბურატინო დაარქვა.

წიგნის გადახედვა

ექიმ დულიტლის თავგადასავალი

5,50 

დიდი ხნის წინ პატარა ქალაქში, რომელსაც გუბისპირეთი ერქვა, ცხოვრობდა ერთი ძალიან ჭკვიანი და სახელგანთქმული ექიმი, სახელად – ჯონ დულიტლი.

წიგნის გადახედვა

ზოოპარკის ბინადართა თავგადასავალი

4,80 

ამ წიგნში წაიკითხავთ ნამდვილ ამბებს ზოოპარკსა და მის ბინადრებზე. გაიგებთ, როგორ მოხვდა ლეკვი ბროლია ზოოპარკში, როგორ დაუმეგობრდა ლომს და წყალდიდობისას როგორ გადაარჩინა ლომმა მეგობარი ძაღლი; ცირკიდან ზოოპარკში გადმობარგებული მაიმუნი ჩიტა ახალ საცხოვრებელ გარემოს ვერ ეგუება, ჭირვეულობს და ათასგვარ სასაცილო ოინს აწყობს; ენაჭარტალა თუთიყუშმა გალიაში შემოპარულ კატას სულ კუდით ქვა ასროლინა…

წიგნის გადახედვა

ოზის ჯადოქარი

5,50 

პატარა გოგონას, დოროთის სახლს ქარბორბალა აიტაცებს და უცხო ქვეყანაში გადაისვრის. შინისკენ მიმავალ გზაზე დოროთი უჭკუო საფრთხობელას, უგულო რკინის კაც ტყეკაფიასა და მხდალ ლომს დაუმეგობრდება და ოთხივე ერთად გადაწყვეტს ჯადოქარი ოზის მოძებნას.

წიგნის გადახედვა

პინოკიოს თავგადასავალი

5,50 

„იყო და არა იყო რა… – იყო ერთი მეფე! – მაშინვე იტყვიან ჩემი პატარა მკითხველები. არა, ბავშვებო, ვერ გამოიცანით. იყო და არა იყო რა, იყო ერთი ხის მორის გადანაჭერი…“ მსოფლიოში ყველა ბავშვმა იცის, რა მოხდა შემდეგ…

წიგნის გადახედვა

პიტერ პენი

6,20 

თუ ფანჯარასთან დაყრილ ფოთლებს შეამჩნევ, ესე იგი, ღამით შენს ოთახში პიტერ პენი იყო – საოცარი ბიჭუნა… ერთხელ ის დარლინგების სახლს ესტუმრა. პატარა ვენდი დარლინგი ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ოდესმე ასეთი უცნაური ბიჭი მიფრინდებოდა მის საწოლთან და ამ ბიჭთან ერთად კუნძულს მოინახულებდა…

წიგნის გადახედვა

უბედური ქორბუდა

და სხვა მოთხრობები

4,80 

XX საუკუნის დასაწყისის პოეტსა და მწერალს, იროდიონ ევდოშვილს დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული საყმაწვილო ლიტერატურის განვითარებაში. მის შემოქმედებას მაღალ შეფასებას აძლევდნენ აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი და მისი თანამედროვე სხვა გამოჩენილი მოღვაწეები.

წიგნის გადახედვა

ყველაფერი ყირამალა

5,50 

მშვენიერი ილუსტრაციებით გაფორმებულ ამ წიგნში, რომელსაც სათაურად ბისეტის ერთ-ერთი საყვარელი ზღაპრის სახელწოდება აქვს, მრავალ საინტერესო და უცნაურ არსებას შეხვდებით.

წიგნის გადახედვა

შარლ პეროს ზღაპრები

3,40 

ამ წიგნში შესულ ზღაპრებზე არაერთი თაობა გაზრდილა. ჩვენც, მათ შორის. აბა, რომელმა ჩვენგანმა არ იცის წითელქუდას, ცეროდენას, მძინარე მზეთუნახავისა და კონკიას ამბები, ჩექმებიანი კატის მოხერხებულობაზე ხომ მთელი მსოფლიო ლაპარაკობს! მე-17 საუკუნის ცნობილი საბავშვო მწერლის, შარლ პეროს ზღაპრები დღემდე ყველა ბავშვის საყვარელი საკითხავია.

წიგნის გადახედვა