Showing 1–12 of 13 results

ბიძია სევას ამბები

6,20 

ბიძია სევას ამბები მისი უმცროსი მეგობრის, რვა წლის ცოტნეს მოყოლილი სახალისო და საინტერესო ისტორიებისაგან შედგება.

წიგნის გადახედვა

ელისა და რარუს თავგადასავალი

6,20 

ელისა და რარუს თავგადასავალი – ქართველი ბავშვების საყვარელი მეზღაპრის, გურამ პეტრიაშვილის  ორიგინალური შავ-თეთრი ილუსტრაციებით გაფორმებული  წიგნი პატარა გოგონასა და სპილოს მეგობრობაზე.

წიგნის გადახედვა

ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში

6,20 

ლუის კეროლის ზღაპარი ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში მთელი მსოფლიოს ბავშვების საყვარელი საკითხავი წიგნია.

პატარა გოგონა ელისს მოსწყინდა მდინარის პირას უსაქმოდ ჯდომა, არც წიგნია მაინცდამაინც მისი საქმე და ვერც ის გადაწყვიტა, დაეკრიფა თუ არა მინდვრის გვირილები გვირგვინის დასაწნავად…

წიგნის გადახედვა

იავნანამ რა ჰქმნა

და სხვა მოთხრობები

6,90 

„იავნანამ რა ჰქმნა“ დიდი ქართველი პედაგოგისა და საბავშვო ლიტერატურის ფუძემდებლის, იაკობ გოგებაშვილის  ცნობილი, მშვენიერი, საოცრად ჰუმანური მოთხრობაა.

წიგნის გადახედვა

მაგდანას ლურჯა

და სხვა მოთხრობები

5,50 

ეკატერინე გაბაშვილის უკვდავ მოთხრობაზე – „მაგდანას ლურჯა“ არაერთი თაობაა აღზრდილი. მის მიხედვით ფილმიცაა გადაღებული და დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ამ კრებულში შესულია ყველასათვის საყვარელი საყმაწვილო მოთხრობები: „ჩვენი კაკლის ხე“, „ხატაურა ჩემია“, „როგორ მიეგება სვიმონიკა ახალ წელს“, „ოჯახის ბურჯი“, „უსინათლო ლექსო“ და სხვა.

წიგნის გადახედვა

მონადირე

და სხვა მოთხრობები

6,20 

ამ კრებულში შესულია თედო რაზიკაშვილის რჩეული მოთხრობები: „ფითრი“, „მონადირე“, „მოარული ქუდი“, „მიხო და მწვანე კალია“ „ბუს ფეხი“, „სანთელი“ , „ქორის ბახალა“, „ძაღლის ჭკუა“ და სხვები.

წიგნის გადახედვა

რობინ ჰუდი

4,80 

ორიგინალური, შავ-თეთრი ილუსტრაციებით გაფორმებული რობინ ჰუდი შერვუდის ტყის ზღაპრულ სამყაროში გამოგზაურებთ.

იქ ლეგენდარული რობინ ჰუდი ცხოვრობს, რომელიც თავის მეგობარ ჯონთან ერთად მდიდარ, გაზულუქებულ დიდგვაროვნებს ძარცვავს და ღარიბ, ჩაგრულ ხალხს მფარველობს, რითაც მათ სიყვარულსა და პატივისცემას იმსახურებს.

წიგნის გადახედვა

სათაგური

და სხვა მოთხრობები

6,90 

კრებულში სათაგური და სხვა მოთხრობები თავმოყრილია ვაჟა-ფშაველას რჩეული მოთხრობები, რომლებშიც მწერალი დამახასიათებელი ოსტატობით გვიხატავს გასულიერებული ბუნების სურათებს, მთიელთა ყოფა-ცხოვრების ამსახველ ეპიზოდებს; გადმოსცემს ცხოველების, ფრინველებისა და  მცენარეების „განცდებს“, ქმნის პერსონაჟთა კოლორიტულ სახეებს…

წიგნის გადახედვა

სარკისმიღმეთი და რა იხილა იქ ელისმა

5,50 

ამ წიგნით თქვენ შეიტყობთ, როგორ მოხვდა  ელისი სარკის იქითა ქვეყანაში და რა იხილა იქ; გაიცნობთ სარკისმიღმეთის უცნაურ მცხოვრებლებს.

წიგნის გადახედვა

ჩემი თავგადასავალი

და სხვა მოთხრობები

6,20 

ჩემი თავგადასავალი და სხვა მოთხრობები საშუალებას მისცემს მოზარდ მკითხველს, სხვა თვალით შეხედონ და უკეთ გაიცნონ ყველასათვის საყვარელი მწერლის, აკაკი წერეთლის შემოქმედება. აქ თავმოყრილია მოთხრობები, რომელთა სიუჟეტი და თემატიკა მეტად მრავალფეროვანია.

წიგნის გადახედვა

ცისფერი ირემი

9,00 

დაუნდობელი მონადირის, ჩახმახ ფილთაზარის ძაღლი პიპა გადაწყვეტს, ერთხელ და სამუდამოდ დააღწიოს თავი სასტიკი პატრონის მონობას და სახლიდან გაიპარება.

იგი გზაში დაუმეგობრდება მოხეტიალე მუსიკოს ოლილეს. პიპასა და ოლილეს სურთ, აღკვეთონ ჩახმახ ფილთაზარის თავნებობა, რომელსაც ცისფერი ირმის მოკვლა განუზრახავს.

წიგნის გადახედვა