აღწერა
ავტორებისგან
„ჩვენ და ბუნება – სახალისო პროექტები“ არის ბუნებისმეტყველების საგნისთვის შექმნილი ინტერდისციპლინური რესურსი, რომელიც განკუთვნილია 1-ელი და მე-2 კლასის მოსწავლეებისთვის. დამხმარე სახელმძღვანელო ეფუძნება „კეთებით სწავლის“ სტრატეგიას – ბავშვები თავად ატარებენ სხვადასხვა ექსპერიმენტს და თეორიული ცოდნის პარალელურად, კვლევის პროცესში მიღებულ რეალურ გამოცდილებაზე დაყრდნობით შეისწავლიან გარემომცველ ბუნებასა და მის კანონზომიერებებს.
სახელმძღვანელოში თავმოყრილი მარტივად განსახორციელებელი და სახალისო პროექტები და აქტივობები, გარდა იმისა, რომ მოსწავლეებს უკეთ აცნობს ბუნებას და ბუნებრივ პროცესებს, ხელს უწყობს მათში დაკვირვების, ანალიზის, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების უნარების განვითარებას.
წიგნი შეესაბამება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ეფუძნება ინტეგრირებული სწავლების მიდგომას, რომელიც ბუნებისმეტყველების საგნის შესწავლას მოსწავლისთვის საინტერესო და სახალისო პროცესად აქცევს.
სახელმძღვანელო შედგება 2 ნაწილისგან – პროექტების კრებულისა და მასწავლებლის წიგნისგან. მასწავლებლის წიგნის ელექტრონული ვერსია.
