აღწერა
ბიოლოგია 7 მოსწავლის წიგნი შედგენილია ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე.
სახელმძღვანელო საშუალებას მისცემს მოსწავლეებს მიიღონ შესაბამისი ცოდნა და სათანადო გამოცდილება დააგროვონ.
სახელმძღვანელოს კონცეფცია ეფუძნება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს, რომელთა შესაბამისად მნიშვნელოვანია მოსწავლის ხელშეწყობა XXI საუკუნის უნარების, ღირებულებების განვითარებისა და ჩამოყალიბებისთვის.
სახელმძღვანელოს მრავალფეროვანი ინფორმაცია და სავარჯიშოები ორიენტირებულია მოსწავლეზე. ტექსტებში მოცემული ინფორმაცია:
- მოსწავლეს ინტერესს უჩენს ცოცხალი სამყაროს შესწავლისადმი;
- საშულებას აძლევს დაადგინოს და გააანალიზოს ბიოლოგიური კანონზომიერებები;
- დაადგინოს კავშირი ორგანიზმში და გარემოში მიმდინარე ბიოლოგიურ პროცესებს შორის;
- გარე სამყაროს მიმართ მზრუნველ დამოკიდებულებას უყალიბებს;
- ჯანმრთელობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობის გაანალიზებაში ეხმარება.
სახელმძღვანელოში მოცემული მრავალფეროვანი სავარჯიშოებით მოსწავლე გამოიმუშავებს.
კვლევით და ტექნოლოგიურ უნარ-ჩვევებს. შედეგად, მოსწავლეს შეუძლია დაკვირვება, აღრიცხვა, ინფორმაციის დახარისხება, კლასიფიკაცია, დამუშავება, ანალიზი და გამოყენება, გაზომვა, კომუნიკაცია, დამოუკიდებელი და ჯგუფური მუშაობა და სხვა.
მოსწავლის სახელმძღვანელოს ტექსტურ ნაწილს ერთვის მრავალფეროვანი ილუსტრაციები, ცხრილები, სქემები, დიაგრამები. მათ უმრავლესობას ახლავს კითხვები და სავარჯიშოები. სავარჯიშოების მნიშვნელოვანი ნაწილი გაკვეთილზე სრულდება, ხოლო ნაწილი საშინაო დავალებისთვისაა განკუთვნილი. დავალებები და პრაქტიკული სამუშაოები ხელს შეუწყობს მოსწავლეებს:
- განივითარონ ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და გაანალიზების შესაძლებლობები;
- ჩამოუყალიბდეთ ვარაუდის გამოთქმისა და წარმოსახვის, აგრეთვე დამოუკიდებელი თუ ჯგუფური მუშაობის ჩვევები.
ბიოლოგია 7 მოსწავლის წიგნი-ს ბოლოს არის დანართი „თვითშეფასება“. მასში მოცემული ცხრილები ყოველი თავის გავლის შემდეგ მოსწავლეს საკუთარი ცოდნის დამოუკიდებლად შეფასების შესაძლებლობას აძლევს.
მასწავლებლის წიგნში მოცემულია ინფორმაცია საგნის სწავლების მიზნის, ამოცანების, სტანდარტის შედეგების მიღწევის, მეთოდოლოგიური პრინციპების შესახებ. ამასთან, სახელმძღვანელო დაეხმარება მასწავლებელს სასწავლო პროცესის ეფექტიანად დაგეგმვასა და განხორციელებაში.
ბეჭდური ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ