აღწერა
ჩვენ და ბუნება – სახალისო პროექტები
ბუნებისმეტყველების საგნისათვის შექმნილი ინტერდისციპლინური სასწავლო რესურსია, რომელიც განკუთვნილია მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებისათვს. კრებულში წარმოდგენილი მარტივად განსახორციელებელი და სახალისო 9 პროექტი დაკავშირებულია მოსწავლეების ყოველდღიურ გამოცდილებასთან.
თითოეული პროექტი მოიცავს ექსპერიმენტებს, დაკვირვებას, პრაქტიკულ აქტივობებს, რომლებიც ეფუძნება “კეთებით სწავლის” სტრატეგიას. მოსწავლეები თავად მონაწილეოებენ სხვადასხვა ექსპერიმენტებში და თეორიული ცოდნის პარალელურად, რეალურ გამოცდილებაზე დაყრდნობით, შეისწავლიან ბუნებრივ პროცესებსა და კანონზომიერებებს.
კრებული ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმასა და ინტეგრირებული სწავლების მიდგომას. წარმოდგენილი პროექტები ინტეგრირებული სწავლების არაჩვეულებრივი მაგალითია. ბუნებისმცოდნეობა დაკავშირებულია ხელოვნებასთან, ლიტერატურასთან, მუსიკასთან, უცხო ენასთან, მათემატიკასა და ტექნოლოგიასთან.