ჩვენ და ბუნება 5-6

მასწავლებლის წიგნი

ავტორი: მ. ბლიაძე, შ. ტყემალაძე, ნ. ფსუტური, თ. შუბლაძე

წიგნის ჩამოტვირთვა
Compare

აღწერა

ჩვენ და ბუნებასახალისო პროექტებიბუნებისმეტყველებისთვის 

შექმნილი ინტერდისციპლინური რესურსი, რომელიც განკუთვნილია 5-6 კლასის მოსწავლეებისთვის. დამხმარე სახელმძღვანელო ეფუძნებაკეთებით სწავლის სტრატეგიასბავშვები თავად ატარებენ სხვადასხვა ექსპერიმენტს და თეორიული ცოდნის პარალელურად, კვლევის პროცესში მიღებულ რეალურ გამოცდილებაზე დაყრდნობით შეისწავლიან გარემომცველ ბუნებასა და მის კანონზომიერებებს. 

სახელმძღვანელოში თავმოყრილია მარტივად განსახორციელებელი სახალისო პროექტებიმიკრომწვანილის მოყვანა, ბუნებრივი საღებავების, „აბაზანის ბომბებისა თუ ეკომეგობრული სასუქების დამზადება, ექსპერიმენტები მარილით, სანთლითა და სხვა უსაფრთხო, ყველასთვის ხელმისაწვდომი მასალებით. აქტივობები, გარდა იმისა, რომ მოსწავლეებს უკეთ აცნობს ბუნებას და ბუნებრივ პროცესებს, ხელს უწყობს მათში დაკვირვების, ანალიზის, რიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების უნარების განვითარებას. 

წიგნი შეესაბამება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ეფუძნება ინტეგრირებული სწავლების მიდგომას, რომელიც ბუნებისმეტყველების საგნის შესწავლას მოსწავლისთვის საინტერესო და სახალისო პროცესად აქცევს. 

სახელმძღვანელო შედგება 2 ნაწილისგან – პროექტების კრებულისა და მასწავლებლის წიგნისგან. მასწავლებლის წიგნში დაწვრილებითაა გაწერილი თითოეული აქტივობა დავალებათა პასუხები და პროექტებით სწავლებისთვის საჭირო რეკომენდაციები. 

დამატებითი ინფორმაცია

კლასი

V კლასი, VI კლასი

საგნები

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…

ჩვენ და ბუნება 5-6

15,40 . 12 თვე, 1 გადახდა

ავტორი: მ. ბლიაძე, შ. ტყემალაძე, ნ. ფსუტური, თ. შუბლაძე

წიგნის გადახედვა