Free!

COĞRAFİYA 7 I HİSSƏ

Şagird kitabi

ავტორები: მ. ბლიაძე, დ. კერესელიძე

წიგნი დაეხმარება აზერბაიჯანულენოვან მოსწავლეს, მშობლიურ ენაზე შეისწავლოს ის თემები, რომლებიც ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით არის გათვალისწინებული. სახელმძღვანელოში ძალიან საინტერესოდ არის დალაგებული თემები, თარგმანი კი შესრულებულია მაღალ დონეზე და დამტკიცებულია ექსპერტების მიერ.

წიგნის გადახედვა
Compare

Description

გეოგრაფია 7 ნაწილი 1 მოსწავლის წიგნი წარმოდგენილია ფაქტობრივ ცოდნაზე დამყარებული ტექსტური ნაწილი.

ის მიზნად ისახავს არა მხოლოდ ცოდნა-ინფორმაციის მოწოდებას, არამედ 1-6 კლასებში ნასწავლი მასალის გააზრებას.

სახელმძღვანელოს  საგაკვეთილო ნაწილს ერთვის მრავალფეროვანი კარტოგრაფიული მასალა (თემატური რუკები, ასევე ნახაზები, ცხრილები, დიაგრამები, სქემები, ინფოგრაფიკები და სხვ.), ილუსტრაციები და თემატური მასალა (საინტერესო ცნობები, ფაქტები, მაგალითები).

თითოეულ თემას ახლავს დავალებები, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი სრულდება გაკვეთილზე, ნაწილი კი გამიზნულია საშინაო სამუშაოსთვის.

ასევე სახელმძღვანელოში მოცემულია რუბრიკები – პრაქტიკული სამუშაო, გეოგრაფიული კვლევა, პროექტი.

გეოგრაფია 7 ნაწილი 1 მოსწავლის წიგნი ისეა აგებული, რომ თითოეული თავი მთავრდება შემაჯამებელი დავალებებით, რომელთა პასუხები მოცემულია მასწავლებლის წიგნში.

კითხვა-დავალებები და სავარჯიშოები ხელს უწყობს ინფორმაციის მოძიების, კლასიფიცირების, გაანალიზების, დამოუკიდებელი თუ ჯგუფური მუშაობის უნარების განვითარებას და შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას.

Additional information

კლასი

VII კლასი

საგნები

პაკეტი

3 თვე, 6 თვე, 12 თვე