Description
გეოგრაფია 7 ნაწილი 2 მოსწავლის წიგნი წარმოდგენილია ფაქტობრივ ცოდნაზე დამყარებული ტექსტური ნაწილი.
ის მიზნად ისახავს არა მხოლოდ ცოდნა-ინფორმაციის მოწოდებას, არამედ 1-6 კლასებში ნასწავლი მასალის გააზრებას.
სახელმძღვანელოს
თითოეულ თემას ახლავს დავალებები, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი სრულდება გაკვეთილზე, ნაწილი კი გამიზნულია საშინაო სამუშაოსთვის.
ასევე სახელმძღვანელოში მოცემულია რუბრიკები – პრაქტიკული სამუშაო, გეოგრაფიული კვლევა, პროექტი.
გეოგრაფია 7 ნაწილი 2 მოსწავლის წიგნი ისეა აგებული, რომ თითოეული თავი მთავრდება შემაჯამებელი დავალებებით, რომელთა პასუხები მოცემულია მასწავლებლის წიგნში.
კითხვა-დავალებები და სავარჯიშოები ხელს უწყობს ინფორმაციის მოძიების, კლასიფიცირების, გაანალიზების, დამოუკიდებელი თუ ჯგუფური მუშაობის უნარების განვითარებას და შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას.
ბეჭდური ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ