ისტორია 12

მოსწავლის წიგნი

3,60 8,40 

ავტორები: ნ. კიღურაძე, რ. გაჩეჩილაძე, გ. სანიკიძე

წიგნის გადახედვა
Compare

Description

ისტორია 12 მოსწავლის წიგნი-ს შინაარსი დაყოფილია თავებად და პარაგრაფებად.

ყველაზე მსხვილი სტრუქ­ტურული ერთეული თავია. ყოველი თავი მოსწავლის წიგნში გამოყოფილია საგანგებოდ მისთვის შერჩეული ფერით.

შემდეგი სტრუქტურული ერთეულია პარაგრაფი. თითოეულ პარაგრაფში თავმოყრილი სასწავლო მასალა გათვლილია 1 ან 2 აკადემიურ საათზე.

პარაგრაფები, თავის მხრივ, დაყოფილია ქვეთავებად. ქვეთავით გამოყოფილია გაკვეთილის თემის მთავარი საკითხები.

თითოეული პარაგრაფი შედგება 7 სასწავლო ელემენტისგან. ესენია:

  • ავტორისეული ტექსტი;
  • წყარო;
  • ეს საინტერესოა;
  • ლექსიკონი;
  • დავალება – როგორც საკლასო, ისე საშინაო;
  • თვალსაჩინოება – სურათები, რუკები, სქემები.
  • „დროის ხაზი“ (ძირითადი თარიღები), რომელიც მოსწავლეებს განვლილი გაკვეთილის მნიშვნელოვანი მოვლენების თარიღებზე კიდევ ერთხელ მიუთითებს და ხელს უწყობს მათ ორიენტირებას დროით სივრცეში.

ძირითადი სამუშაო ერთეული წყაროა. დავალებების უმეტესობა უშუალოდ წყაროების ანალიზ­ზეა ორიენტირებული. სამუშაო ნაწილი შეიცავს აგრეთვე კომპლექსური ტიპის დავალებებს, რომელთა შესრულებაც მოითხოვს დანარჩენი სასწავლო ერთეულების (საავტორო ტექსტი, დამა­ტებითი ცნობები, ლექსიკონი) დამუშავებასა თუ მოშველიებას. სასწავლო ელემენტი – ლექსიკონი შეიცავს როგორც უცხო სიტყვებისა თუ ცნებების განმარტებას, ისე ენციკლოპედიურ ცნობებს ამა თუ იმ საკითხის შესახებ.

ისტორია 12 მოსწავლის წიგნი-ს კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი სასწავლო კომპონენტია თვალსაჩინოებები (სურათები, რუკები, სქემები და სხვ.), რომელიც წყაროების კატეგორიას განეკუთვნება. შესაბამი­სად, დავალებები ორიენტირებულია, ერთი მხრივ, უშუალოდ მათ განხილვაზე, მეორე მხრივ კი, მათი გამოყენების აუცილებლობაზე კომპლექსური დავალებების შესასრულებლად.

ბეჭდური ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ

Additional information

კლასი

XII კლასი

საგნები

პაკეტი

3 თვე, 6 თვე, 12 თვე

You may also like…

ისტორია 12

მოსწავლის რვეული

1,80 4,20 

ავტორები: გ. სანიკიძე, ნ. კიღურაძე, ლ. ფირცხალავა

გაითვალისწინეთ: რესურსი შეიცავს ისეთ მასალასაც, რომელიც გულისხმობს ჩაწერასა და შევსებას, რაც შეუძლებელია ონლაინ ვერსიაში. მსგავსი დავალებების გამოყენება შეგიძლიათ სანიმუშოდ.

 

წიგნის გადახედვა