აღწერა
ისწავლე სახლში წერა – 1 კლასი დაეხმარება მოსწავლეებს, შეძლონ მშობლიურ ენაზე გამართულად წერა და კითხვა.
- სერიაში შესული ნაწყვეტები მაღალმხატვრული საბავშვო ლიტერატურიდან პატარებს მიაჩვევს წაკითხული ტექსტის შინაარსის აღქმას, მისი ძირითადი კომპონენტების გამორჩევასა და მათ შორის კავშირების დამყარებას;
- გაუმდიდრებს ლექსიკას და, რაც მთავარია, გემოვნებიან მკითხველებად გაზრდის მათ.
წერის აქტივობები მოსწავლეებს ნააზრევის სწორად გადმოცემაში დაეხმარება.
წიგნებში სახალისო აქტივობები შექმნილია ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით. თითოეულ კლასში ტექსტები და სავარჯიშოები განაწილებულია მოსწავლეთათვის საინტერესო თემების მიხედვით.
გაითვალისწინეთ: რესურსი შეიცავს ისეთ მასალასაც, რომელიც გულისხმობს ჩაწერასა და შევსებას, რაც შეუძლებელია ონლაინ ვერსიაში. მსგავსი დავალებების გამოყენება შეგიძლიათ სანიმუშოდ.
ბეჭდური ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ