ხელოვნება 1

მოსწავლის წიგნი

5,60 . 12 თვე, 1 გადახდა

ავტორები: ნ. იოსელიანი, ს. ქებურია, მ. იოსელიანი

ბეჭდური ვერსიის სანახავად დააჭირეთ აქ.

წიგნის გადახედვა
Compare

აღწერა

სახელმძღვანელოში მთავარი აქცენტი გაკეთდა ხელოვნების ნაწარმოების აღქმის უნარის ჩამოყალიბებაზე. პატარები სწავლობენ ჯერ მთლიანობაში აღქმას და შემდეგ დეტალების აღმოჩენას.

მოსწავლის წიგნში შერჩეული ილუსტრაციები ზუსტად პასუხობს გაკვეთილში განსახილველ თემას. მაგ. თუ გაკვეთილში საუბარია ძირითად ფერებზე, ავტორების სურათებშიც მკაფიოდ ამოიცნობა ეს სამი ფერი; იქ, სადაც ფორმაზე იქნება საუბარი, მოსწავლეები ადვილად ამოიცნობენ ილუსტრაციებში ამა თუ იმ  ფორმას.

მასწავლებლისთვის ყველა გაკვეთილში მითითებულია, თუ  რაზე უნდა გამახვილდეს მოსწავლის ყურადღება კონკრეტული ილუსტრაციების დათვალიერებისას და რა შეკითხვებით უნდა მიიყვანოს ბავშები ამ აღმოჩენამდე.

ყველა გაკვეთილს ახლავს სხვადასხვა სირთულის აქტივობა. მათი სიმრავლე საშუალებას მოგცემთ, მოარგოთ ისინი ხელმისაწვდომ მასალასა და, მოსწავლეთა უნარებს; ასევე, შეიძლება, ერთსა და იმავე გაკვეთილზე მოსწავლეებს, მათი უნარების ან თუნდაც სურვილის გათვალისწინებით, შესთავაზოთ სხვადასხვა სირთულის აქტივობა.