აღწერა
მასწავლებლის წიგნი აღჭურვილია ყველა იმ მასალით, რაც მას გაუადვილებს სასწავლო გეგმის და მწყობრი კურიკულუმის შედგენას. ასე, რომ მასწავლებელს არ მოუწევს არანაირი დამატებითი რესურსის მოძიება.
ყოველი თემატური ბლოკი წარმოდგენილია მატრიცების სახით. მატრიცები მოიცავს თემის მკვიდრ წარმოდგენებს, ცნებებისა და ქვეცნებების ჩამონათვალს, საკითხს, საკვანძო შეკითხვებს, კომპლექსური დავალების პირობას, წარდგენის შეკითხვებს, საჭირო რესურსების აქტიურ ბმულებს.
გაკვეთილების სცენარები, დამატებითი ინფორმაცია, რჩევები, აქტივობები და კომპლექსური დავალების დაწვრილებითი აღწერა კი, გამოტანილია ცხრილის გარეთ, რაც ბევრად მოსახერხებელია წასაკითხად. აღარ მოგეღრიცებათ კისერი განივად დაბეჭდილი გვერდების კითხვისას.