უფასო!

ხელოვნება 5

მასწავლებლის წიგნი

ავტორები: ნ. იოსელიანი, ს. ქებურია

წიგნის ჩამოტვირთვა
Compare

აღწერა

ხელოვნება 5 მასწავლებლის წიგნი მოიცავს მასალას, რომელიც დაეხმარება მოსწავლეების შემოქმედებითი უნარების გამოვლენას და შემდგომ განვითარებას.

ხელოვნება 5 მასწავლებლის წიგნი ხელს უწყობს ხელოვნების მიმართ და ასევე, ხელოვნების მეშვეობით კაცობრიობის მიღწევების სხვა სფეროებისადმი ინტერესის გაღვივებას. 

სხვადასხვა უნარის განვითარების ერთობლიობით, ჩვენ უნდა შევეცადოთ მთავარი შედეგის მიღწევას – ინტერესიანი, მოაზროვნე, შემოქმედებითი პიროვნების ჩამოყალიბებას.

მე-5 კლასში ცნობისმოყვარეობა უნდა გადაიზარდოს ცოდნისმოყვარეობაში, შემეცნებისადმი მუდმივ ლტოლვაში, ექსპერიმენტირებისადმი ინტერესში, საზრიანობა – კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარში, თვითგამოხატვის სურვილი კი – შემოქმედებითობაში.

  • მოსწავლეს უნდა ჩამოვუყალიბოთ სამყაროს ერთიანობის შესახებ წარმოდგენა;
  • გავაცნოთ საკუთარი და სხვათა კულტურული მემკვიდრეობა;
  • ჩამოვუყალიბოთ პატივისცემის გრძნობა ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო კულტურის
  • მიმართ; 
  • ჩამოვუყალიბოთ ესთეტური გემოვნება; 
  • დავაუფლოთ შემოქმედებითი საქმიანობის ტექნიკურ საშუალებებს; 
  • ჩამოვუყალიბოთ შრომითი უნარ-ჩვევები; 
  • ხელი შევუწყოთ ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობილი დამოკიდებულების ფორმირებას.

ამისთვის, მოსწავლეებს უნდა გავუღვივოთ და განვუვითაროთ:

  • წარმოსახვის, ფანტაზიის უნარი;
  • მშვენიერების აღქმის უნარი; 
  • ხელოვნების ნაწარმოების/გარემოს ემოციური განცდის უნარი;
  • ხელოვნებისადმი ინტერესი და სიყვარული; 
  • საკუთარი დამოკიდებულების, ემოციის გამოხატვის უნარი; 
  • დაკვირვების, აღქმის, ანალიზის, ინტერპრეტაციის უნარი; 
  • არგუმენტირებული მსჯელობის უნარი; 
  • საკუთარი აზრების, შთაბეჭდილებებისა და გრძნობები სახვითი საშუალებებით გადმოცემის უნარი;
  •  შემოქმედების სურვილი და უნარი;
  • სხვადასხვა ტექნიკის გამოყენების უნარი. 
  • თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების უნარი. 
  • სამუშაოს თანმიმდევრობის დაგეგმვისა და ჩანაფიქრიდან სასრულ ეტაპამდე მიყვანის უნარი.

სწორედ ამ უნარების განვითარებას ისახავს მიზნად წინამდებარე სახელმძღვანელო.

ბეჭდური ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ

დამატებითი ინფორმაცია

კლასი

V კლასი

საგნები

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…