Description
მათემატიკა 4 ნაწილი 2 მოსწავლის წიგნი მოიცავს ყველა საკითხს, რომელიც წინა კლასებში შეისწავლებოდა. მათემატიკის მეოთხე კლასის სახელმძღვანელოში შეტანილია ძალიან ბევრი სხვადასხვა ტიპის ამოცანა.
ამოცანების შინაარსი მარტივი და მოსწავლეებისთვის ადვილად გასაგები ლექსიკით არის გადმოცემული.
ამოცანის პირობის გასააზრებლად, ხშირ შემთხვევაში, ნიმუშად მოცემულია სქემები, რაც მოსწავლეებს უადვილებს ამოცანის ამოხსნას.
წიგნში დამატებითი ამოცანების სახით შეტანილია ლოგიკური ამოცანებიც.
მოსწავლეთა უმრავლესობას უყვარს ამგვარ სააზროვნო ამოცანებთან ჭიდილი.
ყველა თემას ახლავს ბევრი და მრავალფეროვანი სავარჯიშო. ეს მასწავლებელს საშუალებას აძლევს კლასში ამოხსნილი სავარჯიშოების მსგავსი შეარჩიოს და ცოდნის განსამტკიცებლად, დამოუკიდებლად სამუშაოდ მისცეს მოსწავლეს.
მნიშვნელოვანია, რომ სავარჯიშოებისა და ამოცანების ამოხსნისას მოსწავლე საჭიროებს ყველა იმ უნარის გამოყენებას, რომელიც მანამდე განივითარა.
ბეჭდური ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ