Description
მათემატიკა 5 ნაწილი 1 მოსწავლის წიგნი აერთიანებს ყველა იმ კომპონენტს, რომელიც მნიშვნელოვანია სწავლის ამ ეტაპზე. მე-5 კლასში მათემატიკის სწავლების ძირითადი მიზანია მოზარდში აზროვნების უნარის განვითარებაა. ასევე, ლოგიკური და კრიტიკული დამოკიდებულების ჩამოყალიბება; მნიშვნელოვანია, მათემატიკის იმ „ანბანის“ ათვისება და გათავისება, რომელზეც უნდა დაშენდეს შემდგომი ცოდნა.
მათემატიკა 5 ნაწილი 1 მოსწავლის წიგნი დაყოფილია თავებად. ყოველი თავი დაყოფილია პარაგრაფებად. აქედან თითოეულს ახლავს „ტესტები თვითშემოწმებისათვის“ და დამატებითი სავარჯიშოები.
ისინი ერთი მხრივ, ემსახურება გავლილი მასალის გამყარებას და ღრმად გააზრებას, ხოლო – მეორე მხრივ, იმ უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, რომლებიც მათ მოამზადებს მათემატიკის „სილამაზის“, ლოგიკისა და თანმიმდევრულობის აღსაქმელად.
პარაგრაფის სტრუქტურა მაქსიმალურად უზრუნველყოფს მოსწავლის ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში.
მოსწავლის წიგნში მრავლადაა სხვადასხვა აქტივობის შემცველი დავალებები: პროექტი, პრაქტიკული სამუშაო… ყოველ თავს ახლავს ერთი ან ორი „ტესტი თვითშემოწმებისთვის“. მათი დანიშნულება არა მხოლოდ ტესტში მოცემული დავალებების შესრულება, არამედ მოსწავლის თვითშეფასებაცაა.