აღწერა
მათემატიკა 7 მასწავლებლის წიგნი მიმოიხილავს სახელმძღვანელოს კომპონენტებს და მასში მოცემულია:
- ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მათემატიკის პროგრამა;
- წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები;
- სტანდარტის შედეგის მიღწევისა და სახელმძღვანელოს შინაარსის ურთიერთკავშირის მატრიცა;
- პედაგოგისთვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია და მეთოდური მითითებები.
მასწავლებლისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოს ბოლო, ყველაზე მოზრდილ ნაწილში, მოცემულია გაკვეთილების სცენარები. თითოეულ გაკვეთილს აქვს სათაური, რომელიც მოსწავლის წიგნის შესაბამისი პარაგრაფის სათაურს ემთხვევა.
გამონაკლისია რამდენიმე გაკვეთილი, რომელიც მთლიანად კლასში საგნებით მუშაობაზეა ორიენტირებული და წიგნის პარაგრაფი არ შეესაბამება.
მასწავლებლის წიგნში დეტალურადაა აღწერილი 1-ლი თავის ყველა გაკვეთილი და დანარჩენი თავების ყველა მნიშვნელოვანი გაკვეთილი.
ბეჭდური ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ