აღწერა
ისწავლე და განვითარდი!
ინოვაციური სახელმძღვანელო „მათემატიკა საერთაშორისო სკოლებისთვის“ ფაქტებით სწავლების მეთოდს ეფუძნება. კურსის მიზანია, ხელი შეუწყოს მოსწავლეებს, სწორად შეაფასონ საკუთარი ცოდნა, შესაძლებლობები, გახდნენ მეტად თავდაჯერებულნი და თავისუფლად შეძლონ საშუალო განათლების საერთაშორისო სერტიფიკატის (GCSE) აღება.
მოსწავლის რვეული ამ კურსის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. მასში მოცემული სავარჯიშოები მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, თავად მართონ სწავლის პროცესი,
ყოველი გაკვეთილის ბოლოს დართული თვითშეფასების რუბრიკის დახმარებით კი ადეკვატურად შეაფასონ საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები. რვეულის ბოლოს მოცემული თვითშეფასების კითხვარი მოსწავლეებს გაუადვილებს მიღებული ცოდნის შეჯამებას.
რვეულში წარმოდგენილი დამხმარე რესურსები – ამოხსნის ნიმუშები და მინიშნებები – ამსხვრევს სტერეოტიპულ მიდგომებს სწავლის პროცესის სწორხაზოვნების შესახებ. ეფექტური შედეგის მისაღწევად მათი გამოყენება მოსწავლეებს თამამად შეუძლიათ.