უფასო!

ქართული 10 ნაწ. 1

მასწავლებლის წიგნი

ავტორი: მ. მენაბდე, ნ. ფურცელაძე, ნ. ლომიძე, ნ. სახეჩიძე

ბეჭდური ვერსიის შესაძენად დააჭირეთ აქ.

წიგნის ჩამოტვირთვა
Compare

აღწერა

ქართული 10 – სახელმძღვანელო აგებულია ქრონოლოგიურ-თემატური პრინციპით. ქრონოლოგიურად დალაგებული ტექსტები თემატურ თავებადაა დაყოფილი, რაც მოსწავლეს დაეხმარება, ნაწარმოებში ასახულ უმთავრეს პრობლემაზე გაამახვილოს ყურადღება.

სახელმძღვანელოში თემის შესაბამისად მოწოდებულია ტექსტები ქართული ან მსოფლიო ლიტერატურიდან, ამონარიდები სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებებიდან, რაც საშუალებას გვაძლევს, ლიტერატურის სასკოლო კურსის ფარგლებში წარმოვაჩინოთ ქართული ლიტერატურა, როგორც მსოფლიო ლიტერატურისა და კულტურის ორგანული ნაწილი.

სტრუქტურირებულ, ორგანიზებულ სასწავლო მასალაში მოსწავლე დამოუკიდებლადაც შეძლებს გზის გაკვალვას. ეს მნიშვნელოვანია, რადგან კომპლექსური დავალება მან სწორედ დამოუკიდებლად უნდა შეასრულოს.

სახელმძღვანელოში მოწოდებულია გრამატიკული საკითხებიც. სტრუქტურულად ეს ბლოკების (ჩანართების) სახითაა მოცემული. მოსწავლეები დაამუშავებენ მართლმეტყველებისა და მართლწერის დასახვეწად მნიშვნელოვან თეორიულ მასალას, შეასრულებენ პრაქტიკულ სავარჯიშოებს.

სახელმძღვანელოს რუბრიკები:

  • გაიფართოვე თვალსაწიერი
  • კრიტიკული აზროვნება
  • ლექსიკაზე მუშაობა
  • მედიაწიგნიერება

დამატებითი ინფორმაცია

კლასი

X კლასი

საგნები