Description
ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით პირველსა და მეორე კლასებში შევქმენით ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების კარგად გააზრებული, ინოვაციური სახელმძღვანელოები (დამხმარე კურსი).
ავტორების, პედაგოგებისა და მშობლების საერთო მიზანია, შევაყვაროთ მოსწავლეებს მშობლიური ენა, გავუღვივოთ ინტერესი ლიტერატურისადმი, გავხადოთ შემოქმედებითი პროცესის თანამონაწილეები და ინიციატორები. ჩვენ შევეცადეთ, მშობლიური ენისა და ლიტერატურის სამყარო წარმოგვეჩინა მოსწავლეებისთვის საინტერესო კუთხით.
სასიამოვნო მოგზაურობას გისურვებთ ქართული ენისა და ლიტერატურის სამყაროში!