Description
ქართული არაქართულენოვანი სკოლებისთვის 10 მოსწავლის წიგნში წარმოდგენილია მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით დამუშავებული საინტერესო თემატიკის სასწავლო მასალა, რაც უზრუნველყოფს ქართულ ენაზე მოსმენის, კითხვის, ლაპარაკისა და წერითი უნარ-ჩვევების გამომუშავებას, ლექსიკური მარაგის გამდიდრებასა და გრამატიკული კომპეტენციის განვითარებას.
შემოთავაზებულია როგორც ქართული, ასევე მსოფლიო კულტურული რეალიებიდან აღებული საკითხები და, რაც ასევე მნიშვნელოვანია, თვითონ საქართველოს ეთნიკური უმცირესობების კულტურული თავისებურებები.