უფასო!

ქართული ენა არაქართულენოვანი სკოლებისთვის 1

მასწავლებლის წიგნი

ავტორები: ნ. ჭანკვეტაძე, ი. რობაქიძე, ნ. არევაძე-კოტორაშვილი, ნ. მიქელაძე, გ. ჭაუჭიძე

ბეჭდური ვერსიის სანახავად დააჭირეთ აქ.

წიგნის ჩამოტვირთვა
Compare
არტიკული: 9789941373077 კატეგორია: ჭდე: ,

აღწერა

სახელმძღვანელო შედგენილია ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული თემატიკის მიხედვით და ითვალისწინებს ენობრივი კომპეტენციების (მოსმენისა და ლაპარაკის, კითხვისა და წერის) ინტეგრირებულად სწავლებას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეების ქართულ ენაზე ამეტყველებასა და კითხვისა და წერის სწავლებას. ამისთვის მასში შემოთავაზებულია მრავალფეროვანი აქტივობები, რომელთა შესრულება დაწვრილებითაა აღწერილი მასწავლებლის წიგნში.

წინასაანბანო პერიოდისთვის სახელმძღვანელო ითვალისწინებს  მოსწავლეებში საყრდენი ლექსიკური მარაგის დაგროვებას, ზეპირმეტყველებისთვის საბაზისო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და ფონოლოგიური უნარების სწავლებას. ეს ყველაფერი შემოთავაზებულია პირველკლასელთათვის საინტერესო და სახალისო კონტექსტში.

საანბანო პერიოდში მოსწავლეები ნაბიჯ-ნაბიჯ აითვისებენ კითხვისა და წერისთვის საჭირო უნარებს. ამისთვის ავტორთა ჯგუფმა შექმნა უნიკალური საანბანე ტექსტები, რომლებიც დამუშავებულია ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნათა შესაბამისად. სახელმძღვანელო სრულად უზრუნველყოფს სტანდარტის შედეგების მიღწევას, სამიზნე ცნებების, მკვიდრი წარმოდგენებისა და სასწავლო საკითხების სწავლებას.