Description
რუსული 9 (მასწავლებლის წიგნი) Класс! მასწავლებლის წიგნში მოცემული თემატური მატრიცები, რომლებშიც დეტალურად და თანმიდევრულად არის აღწერილი მოსწავლეთა ცოდნის კონსტრუირების ეტაპები და კომპლექსური დავალები. თითოეული კომპლექსური დავალების პირობა ისეა შედგენილი, რომ ემსახურება სტანდარტის მიხედვით განსაზღვრული სამიზნე ცნების დამუშავებას და მასწავლებელს საშუალებას აძლევს შეაფასოს მოსწავლე სოლო ტაქსონომიის მიხედვით. მასწავლებლის წიგნშია თავმოყრილი ელექტრონული და სხვა რესურსები, რომლებიც დაეხმარება მასწავლებელს სასწავლო პროცესის წარმატებით წარმართვაში. აქვეა მოცემული მოსწავლეთა განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკები, ოთხი ტესტური სახის დავალება, რომელიც ამოწმებს მოსწავლეთა ცოდნასა და უნარებს ენის სწავლების ყველა მიმართულებით.